TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ილია მეორე მიმართვას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო მიტევების კვირასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვას ავრცელებს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს, მკვიდრთა საქართველოისათა და საზღვარგარეთ მცხოვრებთ

მოწყალებითა ღმრთისაითა კვლავ დადგა დიდმარხვის წინადღე, დღე შენდობისა და ურთიერთ ცოდვათა მიტევებისა.

ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა – სხვისთვის პატიების თხოვნა ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათვის, აღასრულა მრავალი სასწაული (რომლებიც სრულად რომ აღეწერათ, ქვეყანაც ვერ დაიტევდაო დაწერილ წიგნებს,- ბრძანებს მოციქული), განკურნა ბრმანი, მკელობელნი, დავრდომილნი, კეთროვანნი, აღადგინა მკვდარნი… იმედი, ნუგეში, სიხარული მოჰფინა მრავალთ, მაგრამ სწორედ იგი მიიჩნიეს ბოროტის მსახურად და უმაღლესი და, ამავე დროს, დამამცირებელი სასჯელი – ჯვარზე გაკვრა და სიკვდილი მიუსაჯეს.

და ამ დროსაც კი მაცხოვარი მამა ღმერთს ავედრებდა იმ ხალხს, რომელმაც გაწირა და არ დაიცვა იგი და სთხოვდა, ეპატიებინა მათთვის ეს ბოროტება და არ მოეხსენებინა უსჯულოებანი მათნი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მსგავსი სულიერება არა გვაქვს, მაგრამ, ძალისამებრ ჩვენისა ასეთი ნაბიჯების გადადგმა ჩვენც გვმართებს თუ გვსურს, ქრისტიანებად ვიწოდებოდეთ, თუ გვსურს, მოჩვენებითად კი არ გვერქვას მორწმუნენი, არამედ რეალურად.

ღვთის გულისათვის, მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, რათა ჩვენც შეგვიწყალოს უფალმა და მოგვიტეოს შეცოდებანი ჩვენნი.

მეც, მდაბალი ილია II, კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა, მუხლმოდრეკით გთხოვთ შენდობას ყველას, ვისაც გაწყენინეთ ნებსით თუ უნებლიეთ, ვისი თხოვნაც ვერ გავითვალისწინე, ვისი ტკივილიც ვერ გავითავისე… შემინდეთ და მაპატიეთ ყოველი. შევთხოვ უფალს, მეოხებითა ყოველთა წმიდათა მისთათა, შემინდოს შეცოდებანი ჩემნი და მომმადლოს ძალა ღვთისა და თქვენი ერთგულებისა.

ასევე ვთხოვ ყოვლადმოწყალე იესო ქრისტეს, მეოხებითა ყოვლადწმინდისა დედისა ჩვენისა ღვთისმშობელისათა, შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი ნებსითნი და უნებლიეთნი; აღმოფხვრას ჩვენგან განკითხვის სული, შური, მტრობა და ღვარძლი, ყოველი ბოროტი საქმე… და მოგვმადლოს გული გონიერი, გული წმინდა და სული წრფელი, რათა უფალმან ღირს გვყოს, დაემკვიდროს ჩვენთანა და ჭეშმარიტების გზით წარმართოს ცხოვრება ჩვენი.

ყოვლადწმინდა სამებამ მოგვანიჭოს მშვიდობა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა, ამინ“, – ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.

გაზიარება
წინა პოსტი

დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა – ირაკლი კობახიძე

შემდეგი პოსტი

“ასეთი უგულო ვინ გყავს გვერდით, რომ ასე გექცევა…” – ალექსანდრე მიქელაძეს დედა მიმართავს

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'