TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები სრულიად უკანონოა” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები სრულიად უკანონოა – აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად მივიღებთ დადგენილებას და ბათილად გამოვაცხადებთ ამ ე.წ. არჩევნებს, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი გაიმართება ჟენევაშიც.

„ჩვენ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად მივიღებთ დადგენილებას და ბათილად გამოვაცხადებთ ამ ე.წ. არჩევნებს. დღეს იქნება მსჯელობა ჟენევაშიც. ჟენევის დისკუსიების 63-ე რაუნდი იწყება. იქაც იქნება ამაზე საუბარი და შესაბამისი განცხადებები გაკეთდება. ეს არჩევნები კი არის დე ფაქტო, მაგრამ არის სრულიად უკანონო და ჩვენ ამას არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ იურიდიული დოკუმენტის გამოქვეყნებით ვადასტურებთ,“ – აღნიშნა მან.

ამასთან, გამახარია აცხადებს, რომ არძინბას მიმართ რეპრესიები მოსალოდნელია და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის პოლიტიკას ჩამოაშოროს.

„არძინბას მიმართ რეპრესიები მოსალოდნელია და არ არის გამორიცხული, რომ მას მოქალაქეობა ჩამოართვან. ეს ადამიანი აფხაზთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის პოლიტიკას ჩამოაშოროს. არძინბა ამ წუთამდე დუმს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის არის მკაცრად გაფრთხილებული. ის ემზადებოდა, არ ეღიარებინათ ეს ე.წ. არჩევნები და დაეწყოთ ქუჩის აქციები და ხელმეორედ გადატრიალება, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი მკაცრად გაფრთხილებულები არიან და ეს ვერ გაბედეს. ასე რომ ეს ადამიანი ძალიან უცნაურად დუმს,“ – განაცხადა გამახარიამ.

ამასთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა უპრეცედენტო იყო.

„რუსეთი ყოველთვის ყველა არჩევნებში ერეოდა, არა მარტო მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მაგრამ ადრე რუსეთის „ფავორიტი“ კანდიდატი ყოველთვის აგებდა, ახლა, როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში, ძალიან დიდი სხვაობით იმარჯვებს პრორუსული კანდიდატი. ეს არის უპრეცედენტო ჩარევის შედეგი, რომლის მსგავსი ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში არ გვახსოვს.

არჩევნების ერთ-ერთი მთავარი შედეგი გახლავთ საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაცია. იყო სროლები როგორც აფხაზებს შორის, ასევე იყო თავდასხმა სომხურ უბნებზე. წლებია მოდის, მაგრამ ახლა უკვე პიკს უახლოვდება დაპირისპირება სომხებსა და აფხაზებს შორის. ესეც ამ არჩევნების ერთ-ერთი შედეგი გახლავთ. ე.ი. სახეზეა განხეთქილება თვით აფხაზებს შორის და დაპირისპირება აფხაზებსა და სომხებს შორის.

აფხაზებს ოდითგანვე არათუ არ უყვარდათ, არამედ სძულდათ რუსები, უბრალოდ, რუსეთი აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ იყენებდნენ. თუ ეს სიძულვილი ადრე არ ჩანდა, ახლა ეს უკვე სააშკარაოზე გამოვიდა და ამ არჩევნებმა ეს ურთიერთობები თავიდან ბოლომდე გააშიშვლა,“ – განაცხადა გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართა, რომელშიც, ე.წ. „ცესკოს“ მონაცემებით, ბადრა გუნბამ “გაიმარჯვა“. კერძოდ, ე.წ. „ცესკოს“ ინფორმაციით, კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ ხმების 41.54% მიიღო, ბადრა გუნბამ კი 54.73%.

გაზიარება
წინა პოსტი

ქართველმა ძიუდოისტებმა მალაგის ევროპულ თასზე ცხრა მედალი მოიპოვეს

შემდეგი პოსტი

‘ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა” – ევროკავშირის პრესსამსახური ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებზე

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'