TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

” თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოც, როგორც ქვეყანა დავმარცხდით” – სერგი კაპანაძე

კარგია, რომ ზელენსკიმ არ გაატარა ის ნაწილი, სადაც მას ტრამპთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა – არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ჯარი იბრძვის და „დაჩმორებული“ პრეზიდენტის დანახვა თეთრ სახლში არავის სჭირდება – ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამან შეიძლება, პიროვნული ურთიერთობების გაფუჭება გამოიწვიოს და ნდობის გარეშე ძალიან რთული იქნება მერე უფრო წინ წასვლა, – ამის შესახებ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში, კამერების წინაშე კამათზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის არ არის დარწმუნებული „რამდენად იყო დაგეგმილი მოლაპარაკებების ასეთი დასასრული“.

„გამოჩნდა, თუ სად იყო აზრთა სხვადასხვაობა. ეს იყო იმაში, რომ ტრამპისთვის და ვენსისთვის მნიშვნელოვანია ცეცხლის მალე შეწყვეტა, რაც არ ნიშნავს სამშვიდობო შეთანხმებას, უბრალოდ ახლა ბრძოლის გაჩერებას ნიშნავს. ისინი ამას მათ შორის, იმიტომ ცდილობენ, რომ ეს იყო ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება და მალე უნდათ, რომ ამაზე წარმატება ჰქონდეს. ასევე, არის ამერიკის მხარის ინტერესი, მინერალების შეთანხმება, რომელიც მას ერთი, რომ ეკონომიკურად სჭირდება, მეორე, იმისთვის, რომ თავისი ყოფნა გააჩინოს უკრაინაში, რათა მერე უფრო დიდ შეთანხმებაში, მოლაპარაკებებში მას უფრო მეტი სიტყვა ეთქმოდეს. ასევე, გავიგეთ, სად არის უკრაინის განსხვავება ამ ორთან დაკავშირებით. ის არ ენდობა უბრალო ცეცხლის შეწყვეტას, იმიტომ, რომ რუსეთს ბევრჯერ დაურღვევია. მას ეს მინერალების შეთანხმება, უბრალოდ მცირე ნაწილად მიაჩნია უფრო დიდი შეთანხმებების, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია. ეს განსხვავება მათ შორის ისედაც ვიცოდით.

ძალიან ბევრჯერ ვუყურე. ამ მოლაპარაკებების ასეთი დასასრული რამდენად დაგეგმილი იყო, დარწმუნებული არ ვარ. იმის ჩვენება, რომ ეს არის ამერიკული განუხრელი პოზიცია, რომ ისინი ამერიკელების ინტერესებს იცავენ და უნდათ მშვიდობა და ამის ჩვენება ყველანაირად, ნამდვილად დაგეგმილი იყო. ბაიდენზე თავდასხმები და ამ კონტრასტში ჩვენება – ბაიდენმა რა ქნა და ჩვენ რას ვშვრებით, ეს ნამდვილად დაგეგმილი იყო. ამერიკელებს ამის გაკეთება ნამდვილად უნდოდათ, მაგრამ ამას რომ მერე ზელენსკის პასუხი მოჰყვებოდა, არ მგონია, ეს რაღაცნაირად ბოლომდე გათვლი ჰქონოდათ. კარგია, რომ ზელენსკიმ არ გაატარა ის ნაწილი, სადაც მას აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო და ასეთი შედეგი არ დამდგარიყო. უკრაინას არ აწყობს ამ შეთანხმების ასე გადადებაც. არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ჯარი იბრძვის და „დაჩმორებული“ პრეზიდენტის დანახვა თეთრ სახლში არავის სჭირდება. შესაბამისად, ეს მისთვის შიდაპოლიტიკურად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ტრამპისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის ჩვენება, რომ ამერიკის ინტერესებს იცავს. ზელენსკიმაც აჩვენა, რომ ის უკრაინელების ინტერესებს იცავს. აქ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამან შეიძლება, პიროვნული ურთიერთობების გაფუჭება გამოიწვიოს და როგორც ჩანს გამოიწვია კიდეც. ახლა, ამის გამოსწორებაა მნიშვნელოვანი, რადგან პიროვნული ურთიერთობების გამოსწორებისა და ნდობის გარეშე ძალიან რთული იქნება მერე უფრო წინ წასვლა“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ. განაგრძე კითხვა 

გაზიარება
წინა პოსტი

‘ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა” – ევროკავშირის პრესსამსახური ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებზე

შემდეგი პოსტი

“თუ ვინმეს რამის თავი აქვს, გამოვიდნენ, მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ”- კახა კალაძე

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'