TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის მარტში პირადი ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის მარტი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის გამო საკმაოდ რთული თვე იქნება. სწორედ მარტში პლანეტა ვენერა და მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ის სფერო, რომლებსაც აღნიშნული პლანეტები განაგებენ, შეფერხდება და კომუნიკაციაც გართულდება. გარდა ამისა, მარტში მთვარისა და მზის დაბნელება გველის, რაც მომატებულ ემოციურ ფონთან იქნება დაკავშირებული. გამოწვევები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროშია მოსალოდნელი, მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით.

გავლენას ყველა ადამიანი იგრძნობს, თუმცა ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის მარტში პირად ცხოვრებაში შედარებით მეტი გამოწვევა და სირთულე ელის:

სასწორი

კმაყოფილი ხართ თქვენი რომანტიკული ურთიერთობით? გიყვართ თქვენი პარტნიორი? რას ელით ამ ურთიერთობაში? ხედავთ განვითარებას? – მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში ამ შეკითხვებზე რეალური პასუხების გაცემა მოგიწევთ. ყველა ილუზია, რომლებსაც აქამდე ეყრდნობოდით, გაქრება. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ თქვენი დამოკიდებულება, შეფასებები, მოლოდინები აბსოლუტურად შეიცვალოს. თუ გსურთ, კონფლიქტს თავი აარიდოთ, მაშინ უმჯობესია, იმ ადამიანთან, რომელთანაც ურთიერთობა გაქვთ, არსებული პრობლემების შესახებ გულწრფელად ისაუბროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციურად რთული დღეები კომუნიკაციას კიდევ მეტად გაართულებს და არსებულ უკმაყოფილებას გაამძაფრებს.

ქალწული

მოგიწევთ, წარსული მთელი მისი კონფლიქტებით, გაუგებრობებითა და წყენით, საბოლოოდ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. პირველ რიგში, თუ საყვარელი ადამიანის მიმართ წყენა გაქვთ, მიტევება ყველაზე კარგი არჩევანია. ამ გზით საკუთარ თავს გაათავისუფლებთ იმ ტვირთისგან, რომელიც შესაძლოა, დიდი ხანია, გამძიმებთ. ეს თვე თქვენს ურთიერთობებში ბევრ რამეს შეცვლის. გადაფასების პერიოდი გექნებათ, რაც, საბოლოოდ, ყველაფერს აბსოლუტურად განსხვავებული თვალით დაგანახვებთ და ცვლილებების აუცილებლობაზეც დაგაფიქრებთ.

თევზები

მარტი ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის გამჭრიახობისა და სიცხადის თვე იქნება. საბოლოოდ მიხვდებით, რომ მარტოობა სასჯელი არ არის და დააფასებთ იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რაც გაქვთ. მეორეც, უფრო მკაფიოდ გააცნობიერებთ, რა გსურთ რომანტიკული ურთიერთობისგან და პოტენციური პარტნიორისგან. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გაზაფხულის დასაწყისი თვითგანვითარებას, საკუთარ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმოთ და პირად ცხოვრებაში სიახლეები გაცნობიერებულად დაგეგმოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების შემთხვევაში, მარტი ცვლილებების თვე იქნება. მძიმე განსაცდელები და იმედგაცრუებები წარსულს დარჩება და საკუთარ თავში ამ იმედგაცრუებისგან განკურნების ძალას საბოლოოდ იპოვით. თქვენი ცხოვრების ახალ თავს დაიწყებთ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც შესანიშნავად გაუგებთ. თუმცა, შესაძლოა, წარსულის წყენებმა განსაკუთრებით დაგაზიანოთ. თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ წინა ნეგატიური გამოცდილებების გამო, სიახლეების არ შეგეშინდეთ და საკუთარ თავს ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცეთ.

კურო

მარტი კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვისაც პირადი ურთიერთობების კუთხით გადაფასებისა და სიცხადის თვე იქნება. სასწორის ნიშნის მსგავსად, თქვენც მოგიწევთ, საკუთარ თავთან მნიშვნელოვან შეკითხვებს გულწრფელად უპასუხოთ. დიდი ალბათობით, სწორედ ამ თვეში ურთიერთობებში არსებულ ყველა ხარვეზსა და პრობლემას რეალისტურად შეაფასებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ნუ შეგეშინდებათ იმ ურთიერთობის დასრულება, რომელსაც თქვენთვის ბედნიერება არ მოაქვს და წინსვლასა და წარმატებაშიც ხელს გიშლით.

წყარო: ბომონდი 

გაზიარება
წინა პოსტი

ზოდიაქოს 3 ნიშანი ამ გაზაფხულზე სამსახურს შეიცვლის

შემდეგი პოსტი

შესაძლოა მარტი გახდეს 2025 წლის ყველაზე სახიფათო თვეც – ასტროლოგი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'