TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ” – ირაკლი კობახიძე

გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ – ეს არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი „დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანია არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი.

„მანამდე პირდაპირ და უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში. ესენი იყვნენ გერმანელი პოლიტიკოსები, ევროკავშირის ელჩი და ა.შ. ახლა პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მით უმეტეს, რომ გერმანია ყოველთვის იყო ცნობილი განსაკუთრებული პატივისცემით სამართლის უზენაესობის პრინციპის მიმართ და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ. გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ, აბსოლუტურად შეუძლებელია გერმანიის ცნობა. ეს არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან. ეს ჩემთვის პირადად ძალიან დასანანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიაში მაქვს იურიდიული განათლება მიღებული და იქ როცა ვსწავლობდი სულ რაღაც ოცი წლის წინ, სრულიად სხვა რაღაცას მასწავლიდნენ და დღეს სრულიად სხვაგვარად მოქმედებენ გერმანელი ბიუროკრატები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შეიძლება რომ ახალი კანცლერის პირობებში დამოკიდებულებები და მიდგომები შეიცვალოს, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, ახალი კანცლერი იქნება თუ არა დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისაგან.

„ამის იმედი დავიტოვოთ. თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისაგან, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენებისგან, ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება, თუმცა წინასწარ გაგვიჭირდება რამის თქმა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

“ჩვენ რომ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები გაგვეგზავნა დღეს ქვეყანაში იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა, ვიდრე უკრაინაშია”- პრემიერი

შემდეგი პოსტი

5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'