TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საშუალო თვიური ხელფასი 170 ლარით გაიზარდა და 2 367 ლარს გაუტოლდა ბიზნეს სექტორში – „საქსტატი“

2024 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10 პროცენტით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის მე-4 კვარტალში მისი მოცულობა 23.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია.

„2024 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.9 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 17.5 პროცენტი კი – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 43.8 პროცენტი, საშუალოზე – 25.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.1 პროცენტი.

2024 წლის მე-4 კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 33.2 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 18.8 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლები) შეადგინა.

2024 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 811.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.7 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.3 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 21.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 36.9 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 764.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 536.6 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.9 პროცენტით მეტი).

2024 წლის მე-4 კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 367 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 170.8 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 847.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 159.7 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 2 466.2 ლარი;
საშუალო ბიზნესი – 2 750.1 ლარი;
მცირე ბიზნესი – 1 969.8 ლარი.

2024 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 35.1 პროცენტი მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილზეა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა – 7.0 პროცენტიანი წილით, დამამუშავებელი მრეწველობა – 6.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.6 პროცენტიანი წილით, ხოლო 12.7 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.

2024 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს მშენებლობა (20.5 პროცენტი) და ვაჭრობა (18.6 პროცენტი), შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (17.6 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.8 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2024 წლის მე-4 კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 28.5, 11.3 და 9.2 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.6 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.2 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.2 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.3 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

გაზიარება
წინა პოსტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საარჩევნო უბანზე თავდასხმის შვიდი მონაწილე დააკავეს

შემდეგი პოსტი

“ემანუელ მაკრონის ბირთვული რიტორიკა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს – სერგეი ლავროვი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'