TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

რესპუბლიკელი სენატორები დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ – The Hill

რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill-ი სენატორებთან საუბრის შემდეგ ავრცელებს.

სენატორების თქმით, უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის ზედმეტად დიდი პერიოდით შეწყვეტას გამანადგურებელი ეფექტი ექნება უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებზე, რაც ძირს გამოუთხრის მის ბერკეტებს რუსეთთან მოლაპარაკებებში.

სენატორებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს და აღნიშნეს, რომ მათ არ ესმით რა უნდა მოიგოს აშშ-მა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით.

„ეს შემაშფოთებელია უკრაინელი ხალხისთვის. უფრო იმაზე ვნერვიულობ, ბრძოლის ველზე ხალხი რას გრძნობს ამასთან დაკავშირებით…

მგონია, რომ ეს ცუდად გამოიყურება. ვიცი, რომ ეს რთულია უკრაინელი ხალხისთვის. ორი კვირის წინ ვიყავი იქ…

იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ეს მოკლევადიანი იქნება. მგონია, რომ ასე იქნება“, – განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ ტილისმა.

მან აღნიშნა, რომ მას პრობლემა არ აქვს სამხედრო დახმარების მიწოდებაში პაუზასთან მანამ, სანამ ეს მოკლევადიანი „მოლაპარაკებების ტაქტიკაა“.

სამხედრო დახმარების შეჩერებას ასევე არ ეთანხმება რესპუბლიკელი სენატორი სუზან კოლინსი.

„არ მგონია, რომ ჩვენს ძალისხმევებს უნდა ვაჩერებდეთ. უკრაინელები არიან ისინი, ვინც სისხლს ღვრიან“, – განაცხადა კოლინსმა და აღნიშნა, რომ ახლა „კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროა უკრაინისთვის“.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა ჯონ თუნმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითი იქნება.

„ეს პაუზაა, რაც მნიშვნელოვანია, შეწყვეტა არა. ვფიქრობ, ეს მოლაპარაკებების ნაწილია. და იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ხალხს მაგიდასთან დავსვამთ და შევძლებთ შეთანხმებას, რომელიც მშვიდობიან დასასრულს მოუტანს ამ სამწლიან კონფლიქტს, და იმედია ისეთი [შეთანხმება] იქნება, რომელიც პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სუვერენიტეტს“, – განაცხადა თუნმა.

რესპუბლიკელმა სენატორებმა ლინდსი გრემმა, ჯონ კორნინმა და მაიკ რაუნდსმა ასევე შეშფოთება გამოხატეს შეჩერებაზე და იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება რაც შეიძლება სწრაფად განახლდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
წინა პოსტი

როგორი ამინდი იქნება უქმეებზე – განახლებული პროგნოზი

შემდეგი პოსტი

“სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებს,მანამდე სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული”- ტრამპი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'