TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

დიდთოვლობის მერე პრობ­ლემა მეწყერი იქნება. თუ ჯერ დაადნო და მერე მოყინა, საშინელება იქნება – რა გველის გაზაფხულზე

საქართველოში დიდთოვლობას ებრძვიან. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა აჭარის, გურიის და იმერეთის მუნიციპალიტეტებში. სტატიას “კვირის პალიტრა” აქვეყნებს. მოქალაქეთა ნაწილი ისევ მოწყვეტილია გარე სამყაროს. მოსახლეობის დახმარებას ცდილობენ­ მოხალისეები, მაშველები და ჯარისკაცები. ოჯახების ნაწილს ისევ არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი, არა აქვთ მედიკამენტები და საკვები. იმ ადგილებში, სადაც ვერ შედიან, მოხალისეები დრონების დახმარებით ცდილობენ ჩარჩენილებს საკვები და წამალი მიაწოდონ. რამდენიმე სახლი ჩაინგრა და ჯერ არავინ იცის, ზარალი რა მასშტაბის იქნება… სპეციალისტები უკვე საუბრობენ ახალ საფრთხეებზე, მოსალოდნელ მეწყერსა და წყალმოვარდნებზე. ითქვა ისიც, რომ რამდენიმე ადგილას მეწყერიც ჩამოწვა, ამიტომ დარგის სპეციალისტები ხალხის დასახმარებლად ჩასულებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. როგორ უნდა გავუმკლავდეთ სტიქიას, როგორი მომზადებული უნდა შეხვედროდნენ მუნიციპალიტეტები ამ პრობლემებს, გვესაუბრება გარემოსდამცველი, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე:

– დიდთოვლობა რომ იყო მოსალოდნელი, ინფორმაცია არსებობდა და მუნიციპალიტეტები ორგანიზებული უნდა ყოფილიყვნენ. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს რეაგირების გეგმები, უნდა ვიცოდეთ, რა საფრთხე გვაქვს ქვეყანაში და მზად უნდა ვიყოთ. ყველა საფრთხე სცენარებით უნდა იყოს გაწერილი. ვინ როდის, როგორ და რას გააკეთებს, ვინ არის პასუხისმგებელი პირი, სად რეკავს ასეთ დროს მოსახლეობა, ინფორმაცია სად გროვდება და ა.შ. ჩვენ ასეთი სისტემა აწყობილი არა გვაქვს. არადა, ყველა სოფელში­ რამდენიმე მოხალისე უნდა იყოს მომზადებული და ხალხს ეცოდინება, ვინ არიან სოფლების თავკაცები, რომლებსაც უნდა მიმართონ, როგორ უნდა მოიქცნენ, რით უნდა მომარაგდნენ. ეს რთული და შრომატევადი საქმეა, მაგრამ აუცილებელი. არის სცენარები, რომლებიც სპეციალურად მუშავდება ყველა ქვეყანაში, რადგან ყოველთვის არის საფრთხე, რომ რაღაც მოხდება. რაც მთავარია, აუცილებელია სწრაფი მოქმედება. თუ მობილიზებულია მუნიციპალიტეტი და იცის, რა უნდა გააკეთოს, მარტივი იქნება სტიქიასთან გამკლავება. გურიაში არც ერთი მუნიციპალიტეტი არ აღმოჩნდა მზად, ტექნიკა არა აქვთ, ამიტომაც ვერ იმოქმედეს უფრო სწრაფად. გზები დროზე რომ გაწმენდილიყო, პრობლემაც ნაკლები იქნებოდა.

პრობლემაა ისიც, რომ შეტყობინების სისტემა გამართული არ არის. სოფლებში უმეტესად მოხუცები არიან, ისინი არც კითხულობენ შეტყობინებას, ზოგს შეიძლება არა აქვს მობილური ტელეფონი. ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებას ევალება მათი ინფორმირება. დიდი პრობლემაა ტექნიკის უქონლობა. საგანგებო მდგომარეობის დროს, ღვარცოფი იქნება, მეწყერი, დიდთოვლობა თუ სხვა რამ, მძიმე ტექნიკა აუცილებელია. არის სოფლები, სადაც ამდენი დღეა ჯერაც ვერ მიაღწიეს. თოვლის საფარი ძალიან მაღალია,­ ყველგანმავალი მანქანა კი ძალიან ცოტა. შეიძლება სახელმწიფოს ამხელა­ რესურსი ყოველთვის არ აღმოაჩნდეს, მაგრამ ნორმალურ ქვეყნებში ყველა მოხალისე, ვისაც ჰყავს მაღალი გამავლობის მანქანა და შეიძლება დაიხმარონ, აღრიცხულები და მომზადებულები არიან და საჭიროების შემთხვევაში ყველა იწყებს მოქმედებას.

ბუნებრივი კატასტროფებისას მარტო ხელისუფლება არ მოქმედებს, მოქმედებენ მოხალისეებიც. ასეთ ხალხს, ვინც სახელმწიფოს ეხმარება, სპეციალურად კონკურსებს, შეჯიბრებებს უწყობენ, რომ უფრო წაახალისონ, უფრო კარგად იყვნენ მობილიზებული და მომზადებულები.

– არსებობს პროტოკოლი ასეთ დროს როგორ უნდა მართო სიტუაცია?

– წესით, უნდა არსებობდეს გეგმა. გურია­ ამას მიჩვეული არ იყო და მობილი­ზებაც­ არ იყო სათანადო. უკვე დიდი თოვლია­, 2 მეტრზე ზემოთ, და გაკვალვა­ ძალიან რთულია. თოვას ემატება ძლიერი­ ქარბუქი, რომელმაც შეიძლება სახლებს­ სახურავები ახადოს, თან დასავლეთ საქარ­თველოში უმეტესად ხის სახლები აქვთ. თოვლს ყინვაც ემატება და სახურავები უფრო მძიმდება. სოფლებში ახალგაზრდები­ თითქმის არ არიან და მოხუცები სახლების გადათოვლას ვერ ახერხებენ. ჩვენი უსაფრთხოების საბჭო მხოლოდ გარე საფრთხეებს კი ნუ ელოდება, შიდა საფრთხეებიც უნდა მართოს. ამისთვის მათ ტრენინგებიც გავლილი აქვთ, თავის დროზე მოწყობილობაც აუწყვეს. რატომ არ აამოქმედეთ ეს ყველაფერი? რატომ არ გამოვიტანეთ დასკვნები თუნდაც ვერეს ხეობის ტრაგედიიდან?

არის სხვა პრობლემებიც, კერძოდ, მეწყერსაშიში ზონები. როგორც კი თოვლი­ ალაგდება, მონიტორინგის ჯგუფები მუნიციპალიტეტებში უნდა იყვნენ მზად და პირველივე ეჭვის შემთხვევაში უნდა მოახერხონ მოსახლეობის გამოყვანა ან შესაბამისი ღონისძიებები, რომ დიდი რაოდენობით წყალი არ დაგროვდეს და მეწყერი არ ჩამოწვეს. უნდა გაკეთდეს დამბები, ნაპირგამაგრებები, კალაპოტები სუფთა უნდა იყოს.

– დიდი პრობლემა შეიქმნება ალბათ, გაზაფხულზე, როცა თოვლი დაიწყებს დნობას.

– დიახ, დიდთოვლობის მერე პრობ­ლემა მეწყერი იქნება. გურია ისედაც მეწყრულია. თუ თოვლი ნელ-ნელა დადნა, კიდევ არა უშავს, მაგრამ თუ ჯერ დაადნო და მერე მოყინა, საშინელება იქნება.

სადაც არის შესაძლებელი რომ ჩამოწვეს მეწყერი, ყველა ზონა იდენტიფიცირებულია. რეგიონებში გეოლოგები მუშაობდნენ და ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ინფორმაცია. უპირველესად, სპეციალისტი ჰყავთ­ დასაქირავებელი, რომელმაც ეს ინფორ­მაცია უნდა წაიკითხოს და კარგად გაწეროს რეაგირების გეგმა. ამ სიტუაციამ დაგვანახა, რომ მოუმზადებლები შეხვდნენ სტიქიას. არ არის სავალდებულო, მაინცდამაინც მუნიციპალიტეტის ეზოში იყოს განთავსებული მძიმე ტექნიკა, უნდა იცოდნენ ასეთ დროს როგორ შეიძლება მისი მობილიზება.

მაგალითად, ტყის ხანძრის ჩაქრობა მოსახლეობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლე­ბელია. ხალხმა იცის, ამ დროს რა უნდა გააკეთოს, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა საქმეში არ ჩართეს სოფლის მოსახლეობა, რომელიც უფრო ოპერატიულია და არ აძლევს საშუალებას ხანძარს გაღვივდეს.

 

– რატომ ვუშვებთ შეცდომებს თუნდაც მას შემდეგ, რაც იყო შოვში, ვერეს ხეობაში?

– ცოტა მეტად დაუჯერონ ექსპერტებს, პროცესებში უნდა ჩართონ სპეციალისტები. მაშინ აღარ დავუშვებთ შეცდომებს.

ვერეს ხეობის ტრაგედიის მერე სახელმწიფოს შვეიცარიელები დაეხმარნენ და მოამზადეს სპეციალური სქემები, მაგრამ ეს დოკუმენტი არც განგვიხილავს, შემოვდეთ თაროზე და დავივიწყეთ. არადა, შვეიცარიას დიდი გამოცდილება აქვს. ისინი ინსტრუქციებს მუდმივად ცვლიან და ამატებენ ახალს, მაშინაც კი, როცა არაფერი ხდება. ამ საქმეში მედიაც დიდ როლს თამაშობს. მუდმივად უნდა ისაუბროს ამაზე, მაშინაც, როცა არ არის პრობლემა.

– რა შეიძლება გაკეთდეს ამ სიტუაციაში?

განაგრძეთ კითხვა

გაზიარება
წინა პოსტი

ქუთაისის აეროპორტში, იანვარში, მგზავრთნაკადი 16%-ით შემცირდა

შემდეგი პოსტი

რამდენიმე წუთის წინ საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'