TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“თანხა უკვე ჩარიცხეს ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან” – შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ბიუჯეტში 650 000 დოლარი გადაიხადეს, რითაც აღიარეს, რომ თაღლითები არიან.

პაპუაშვილის განმარტებით, დადასტურდა, რომ ანაკლიის პროექტი მთლიანად იყო თაღლითობა და, რომ სახელმწიფოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს.

“ეს იყო თაღლითური სქემა წაუგებელი ბიზნესის, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ შემუშავებული. ამ პროექტში, სადაც მათ სახელმწიფომ ყველანაირად ხელი შეუწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, ისინი ითხოვდნენ, რომ ჰქონოდათ წაუგებელი ბიზნესი. თუ არ იქნებოდა მომგებიანი, ხალხს, საქართველოს მოსახლეობას გადაეხადა და შეევსო თანხა, რომ მოგებაში ყოფილიყო მამუკა ხაზარაძე. ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან, ხალხის ფულიდან უნდა მიგვეცა მამუკა ხაზარაძისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მათი მიმდევარი წვრილ-წვრილი “ლელოს” თანამშრომლებისთვის, რათა ჰქონოდათ მომგებიანი ბიზნესი. ამაზე უარი რომ მიიღეს, შემდეგ დაიწყეს დავა და მოითხოვეს მილიარდ ნახევარი ხალხისგან და ბიუჯეტისგან.

წააგეს ყველა ინსტანცია საქართველოში და ბოლოს, არბიტრაჟში, სადაც თავისი მოსამართლეები ჰყავდათ დანიშნული, გაამტყუნა ხაზარაძეც და ჯაფარიძეც. სასამართლომ თქვა, რომ რა მილიარდ ნახევარს ითხოვთ ქართველი ხალხისგან, პირიქით, იქით უნდა დაუბრუნოთ თითქმის 2 მილიონი ლარი. ამ საკითხსაც ყველანაირად გაურბოდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს თანხა უკვე ჩარიცხეს ბიუჯეტში და რა თქმა უნდა, ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან. თაღლითობის ამაზე მეტი აღიარება მე არ გამიგია. დადასტურდა, რომ ეს პროექტი მთლიანად იყო თაღლითობა, რომ სახელმწიფოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს. მათ მოუწიათ ამ ყველაფრის აღიარება და ფულის გადახდა. საბოლოო ჯამში, ასე მოუწევთ ყველაფრის აღიარება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

რა უნდა გააკეთოთ გაზაფხულის ბუნიობაზე – თარიღი, ტრადიციები და ნიშნები

შემდეგი პოსტი

როგორი ამინდი იქნება 14 მარტამდე – ამინდი ქალაქების მიხედვით

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'