TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
No Result
View All Result

მეცნიერებმა ალცჰაიმერთან დაკავშირებული 16 ახალი გენი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ალცჰაიმერის დაავადების მთლიანი გენომის მიმოხილვის მრავალეთნიკური კვლევა ჩაატარეს, რის შედეგადაც 16 ახალი გენეტიკური მუტაცია აღმოაჩინეს, რომლებიც დაავადების რისკთან ასოცირდება. მათი აღმოჩენები ხელს უწყობს ალცჰაიმერის კვლევის გაფართოებას იმ ჯგუფებში, რომლებიც აქამდე ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი.

კვლევას ერთობლივად ხელმძღვანელობდნენ ჯულიან დენიელ სანდეი ვილეტი, მედიცინის დოქტორანტი და მოჰამედ ვაკასი, მასაჩუსეტის გენერალური საავადმყოფოს გენეტიკისა და დაბერების მკვლევარი.

მკვლევრებმა გააანალიზეს 49 149 ინდივიდის გენომის მონაცემები, რომელთაგან 12 074-ს ალცჰაიმერის დაავადება კლინიკურად ჰქონდა დიაგნოსტირებული, ხოლო 37 075-ს დაავადება ოჯახური ისტორიის საფუძველზე დაუდგინდა. კვლევები ჩატარდა საჯარო მონაცემთა ბაზის მიხედვით, ხოლო მონაწილეთა თითქმის ნახევარი არაევროპულ წარმომავლობას მიეკუთვნებოდა.

ახალი 16 გენეტიკური მუტაცია ხაზგასმით მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გენეტიკური კვლევების ჩატარება მრავალფეროვან პოპულაციებში.

დიმიტრი პროკოპენკო, კვლევის თანაავტორი დოქტორანტი აცხადებს, რომ მომდევნო ეტაპზე გუნდი გეგმავს დამატებითი გენომის სეკვენირების მონაცემების ანალიზს, რაც კვლევის მასშტაბებს გააორმაგებს.

“მოხარულები ვართ, რომ ეს აღმოჩენა სწორედ მაშინ გავაკეთეთ, როცა გენეტიკური ანალიზები ევროპული წარმოშობის მოსახლეობის ფარგლებს გარეთ, უფრო მრავალფეროვან ჯგუფებზე გავავრცელეთ”, — ამბობს კვლევის თანაავტორი, რუდოლფ ტანზი, მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფოს გენეტიკისა და დაბერების კვლევის განყოფილების დირექტორი — “ვიმედოვნებთ, რომ ეს კვლევა ხელს შეუწყობს ალცჰაიმერის დაავადების რისკების უფრო ზუსტ პროგნოზირებასა და ახალი ბიოლოგიური სამიზნეების იდენტიფიკაციას, რაც სხვადასხვა პოპულაციებისთვის მკურნალობისა და პრევენციის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს”.

 

გაზიარება
წინა პოსტი

ზრდის თუ არა ტატუ კანის კიბოს განვითარების რისკს – კვლევა

შემდეგი პოსტი

“ვერ ვიტყოდი, რომ მამუკა ხაზარაძე გონს მოეგო, რამე აღიარა, ან პოზიცია შეიცვალა ამ საკითხზე” – გია ვოლსკი ანაკლიის პროექტზე

კატეგორიები

  • ამინდი
  • ასტროლოგია
  • ახალი წელი 2020
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • ომი უკრაინაში
  • ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

SWIFT გოგირდის აუზები გორდი გურიის სტიქია ელდარ თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'