TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

წყალტუბო-ახალციხის რამდენიმე ტერიტორიაზე მოქალაქებს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

წყალტუბო-ახალციხის გარკვეულ ტერიტორიებზე მოქალაქეებს მიწები ჩამოერთმევა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელსაც “ბიზნესპრესნიუსი” აქვეყნებს. საუბარია საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი პროექტის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეების მიწებზე ექსპროპრიაციის უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მინიჭება. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება შეეხება ,,წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მთავრობა ახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ შემუშავებულ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამას“, რაც მოიცავს ელექტროგადამცემი სისტემის ნაწილის განვითარებას, მშენებლობას, რეაბილიტაციას, ასევე ქვესადგურების გაფართოებას. კერძოდ, ,,წყალტუბო-ახალციხის“ პროექტი ითვალისწინებს 97 კმ სიგრძის 500 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას, არსებული წყალტუბოს ქვესადგურიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში არსებულ ქვესადგურამდე. რაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ,,გადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა III-ის ფარგლებში“ ფინანსდება.

ამასთან, ხელშეკრულებით პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2025 წლის ივნისი.

,,წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი გადის წყალტუბოს, ქუთაისის, ვანის, ადიგენისა და ახალციხის ტერიტორიებზე. პროექტით გათვალისწინებულია 286 საყრდენის განთავსება. ,,წყალტუბო-ახალციხის” ხაზის განხორციელებით დაგეგმილია ჩრდილოეთის რგოლის გაძლიერება. პროექტი ასევე კავშირშია ,,ჯვარი-წყალტუბოს“ პროექტთან. პროექტი ,,ჯვარი-წყალტუბო-ახალციხე“ სრულად დაარეზერვებს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემ ხაზებს ,,იმერეთი“ და „ზეკარი“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

პროექტის არეალში მოექცა შემდეგი მოქალაქეების კერძო საკუთრება:

 

 

ელისო ქაროსანიძის საკუთრებაში არსებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუმბრაში მდებარე 1324 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 267 კვ.მ.

შალვა ხეცურიანის საკუთრებაში არსებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუმბრაში მდებარე 1939 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 9 კვ.მ.

ემზარ მინაძის საკუთრებაში არსებული ადიგენის მუნიციპალიტეტში, ვარხანში, ვარხანი-ლავრენტის ბუტკის პირდაპირ მდებარე 2700 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 205 კვ.მ.

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიუთითებს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ შედგა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

როგორც ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, წარდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

დოკუმენტშია აღნიშნული, რომ ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

 

“ბიზნესპრესნიუსი”

გაზიარება
წინა პოსტი

ხელოვნებმა პროტესტის ნიშნად ღამე პარლამენტის წინ გაათენეს

შემდეგი პოსტი

ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'