ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელში მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას სასწრაფო ოპერაცია ნეიროქირურგიის განყოფილებაში ჩაუტარდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
ავტომობილის მძღოლი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.