TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

იმერეთში ერთ საწარმოს კრიტიკული შეუსაბამობები დაუდგინდა

2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ზედამხედველობის ფარგლებში, ათამდე ბიზნეს ოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობა დაუდგინა. ამის შესახებ სეს-ის ყოველწლიურ ანგარიშშია საუბარი.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ამათგან 3 ბიზნეს სუბიექტი არ დაემორჩილა სურსათის ეროვნული სააგენტოს წინა მითითებას, საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ.

უფრო კონკრეტულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ აკრძალვის მიუხედავად, საქმიანობას მაინც აგრძელებდნენ: თბილისში მდებარე კაფე-ბარი „ქარრი პოტ“, სოფელი დიაკონიძეებში ინდმეწარმე, რომელიც ნახევარფაბრიკატების წარმოება-რეალიზაციას ახორციელებდა და სიღნაღის სოფელ საქობოში ინდმეწარმე, რომელიც ხორცის რეალიზაციით იყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი საწარმოო პროცესის შეჩერების მოთხოვნას წლის განმავლობაში 2 -ჯერ არ დაემორჩილა.

„ბიზნესპრესნიუსი“ სურსათის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ ბიზნეს ოპერატორებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ვისაც კრიტიკული შეუსაბამობა დაუდგინდათ:

 

  • „ფარკონი“ (იმერეთი) – აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოება, სუნელების დაფასოება;
  • შპს „ემ ელ ფუდ გეორგია“ (სამეგრელო და ზემო სვანეთი) – სხვადასხვა დასახელების თხილის გადამუშავება;
  • შპს „ჯეო“ (თბილისი) – აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოება, სუნელების დაფასოება;
  • შპს „დონ ჩიჩო 2007“ (თბილისი) – საშაურმე;
  • შპს „ჯიბე“ (სამეგრელო და ზემო სვანეთი) – საცალო და საბითუმო ვაჭრობა;
  • შპს „ქარრი პოტ“ (თბილისი) – კაფე-ბარი.

ასევე ამ ჩამონათვალში მოხვდა რამდენიმე ინდმეწარმე (თბილისში, შიდა ქართლი, სიღნაღში, ხულოში), რომელთა საქმიანობის სფეროც იყო სურსათის მაღაზია, ხორცის რეალიზაცია, ნახევარფაბრიკატების წარმოება, სუნელების დაფასოება.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს 36 985 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა.

სტატისტიკის მიხედვით, აქედან 18 422 ინსპექტირება იყო, მათ შორის, 8 681 – გეგმური, 1 189 – არაგეგმური, აღიარების მინიჭების მიზნით – 274, გადამოწმება – 8 278, დოკუმენტური შემოწმება – 11 287, ხოლო მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა დასახელების სურსათის /სასმელი წყლის 6 174 ნიმუშია გამოკვლეული.

დოკუმენტის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მაჩვენებელმა 9.5% შეადგინა. ამასთან, ზედამხედველობა განხორციელდა 872 ბიზნესოპერატორთან; HACCP-ის აუდიტი, მათ შორის, მითითებების შესრულების მდგომარეობის გადამოწმება ჩატარდა 231 ბიზნესოპერატორთან; გამოვლინდა 3241 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

გაზიარება
წინა პოსტი

რა მდგომარეობაა იტალიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ

შემდეგი პოსტი

“უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, მახინჯს, სცემდა, ახრჩობდა” – კესარია აბრამიძის საქმეში არსებული მოწმის ჩვენებით

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'