TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დგებუაძე და ბესელია მზია ამაღლობელის საქმეზე არ გამოიკითხებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმის განმხილველი მოსამართლის, სალიხ შაინიძის გადაწყვეტილებით, აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები, ირაკლი დგებუაძე და გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმეზე არ გამოიკითხებიან

„სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სტიკერის გაკვრის [დროს] ბესელიამ ხელი მოჰკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზია ამაღლობელს და შეჰყვა მას პოლიციის ეზოში თუ შენობაში და მეორე ჩანაწერია, სადაც ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ 150-ე მუხლით დავაკავეთო. ეს ორი ფაქტი დადასტურებულად მიმაჩნია, აქედან გამომდინარე, სასამართლო უარს გეუბნებათ მათ დაკითხვაზე, იმიტომ რომ დადასტურებულად მიმაჩნია ვიდეოჩანაწერებით […]
ვიდეოჩანაწერებში ვერ დავინახე მზიას მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფის ფაქტი, გვყავს მოწმის სახით [გოჩა] ვანაძე დაკითხული და ორი პოლიციელი, რომლებიც ამაზე მიუთითებენ მათზე გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. დაცვის მხარის არაერთი მოწმე მიუთითებს, რომ მზია ამაღლობელს შეურაცხყოფა არ მიუყენებია პოლიციისთვის“, – განაცხადა მოსამართლემ. [ტვ. პირველი]

ბესელიასა და დგებუაძის გამოკითხვის შუამდგომლობა ადვოკატებმა წინა სხდომაზე დააყენეს იმ არგუმენტით, რომ ამაღლობელი ბესელიამ დააკავა, დგებუაძემ კი მისი დაკავების საფუძვლად ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლი დაასახელა.

ადვოკატები ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ის არა პოლიციელის შეურაცხყოფის, არამედ შენობაზე სტიკერის მიკვრის გამო დააკავეს და ამას ადასტურებს ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორც ამაღლობელის ქმედება, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ნათქვამი, რომ ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევისთვისაა დაკავებული.

ადვოკატები აცხადებენ, რომ 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არაა. სწორედ ამიტომ ჩაიწერა ოქმში 173-ე მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შეიქმნა. ადვოკატები ხაზს უსვამენ, რომ მზია ამაღლობელს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არც წინააღმდეგობა გაუწევია და ეს დასტურდება ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეოებითაც.

გაზიარება
წინა პოსტი

„კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით“ – პატრიარქი წერილს ავრცელებს

შემდეგი პოსტი

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, ხვალ გამოცხადდება

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'