TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

10 რამ, რაც, სასურველია, 30 წლამდე გააკეთოთ

ფსიქოლოგების თქმით, 20-დან 30 წლამდე ასაკი, საკუთარი თავის, ახალი გამოწვევებისა და აღმოჩენების პერიოდია.

დამეთანხმები ალბათ, რომ, ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, გადატანილი წარმატებებისა და წარუმატებლობების გაანალიზებაა. თუმცა,  გარკვეული ორიენტირის ქონა ასეთ შემთხვევაშიც საჭიროა.

სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგებმა შეადგინეს იმ საქმეების სია, რომლის გაკეთებაც 30 წლამდე უნდა მოასწროთ.

1.ჩამონათვალში პირველ ადგილს მოგზაურობა იკავებს. როგორც ექსპერტები ამბობენ, კარგი იქნება, თუ 30წლამდე ერთხელ მაინც წახვალთ სამოგზაუროდ მარტო. მათი თქმით, ეს ყველაფერი ახალ ემოციებს მოგიტანთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ასევე, საკუთარი თავის უკეთ გაცნობის საშუალებას მოგცემთ.

2.ისწავლეთ თუნდაც ერთი უცხოური ენა – დამატებითი ენის შესწავლა ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს გაგიხსნით. კარიერულ განვითარებაშიც დაგეხმარებათ და მისი საშუალებით, სანაცნობო წრესაც გაიფართოვებთ.

3.იპოვეთ მენტორი – ფსიქოლოგების აზრით, უმჯობესია თუ გვერდით ისეთი ადამიანი გეყოლებათ, რომლის გამოცდილებაც თქვენთვის სამაგალითო იქნება.  ის შეიძლება იყოს ფინანსური მრჩეველი, თერაპევტი ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც სწორ გზას გიჩვენებთ და პიროვნულ მოტივაციას მოგცემთ.

4. სპეციალისტების თქმით, კარგი იქნება, თუ 30 წლამდე გარკვეული დროის განმავლობაში საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში ან ქალაქში გადახვალთ.  როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ახალ გარემოში ცხოვრება სამყაროზე თქვენს შეხედულებებს რადიკალურად შეცვლის. გასწავლით დამოუკიდებლობას და ადაპტაციის უნარს გაგიუმჯობესებთ.

5. სწავლის პროცესი არასდროს არ უნდა გაჩერდეს. სასურველია, თუ 30 წლამდე ახალ უნარ-ჩვევებს დაეუფლებით, რომლებიც სამომავლოდ პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში გამოგადგებათ. ეს შეიძლება იყოს სპორტი, მუსიკა, კულინარია ან რაიმე ტექნიკური უნარი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ.

6. ისწავლეთ ფინანსური დამოუკიდებლობა – საერთაშორისო ექსპერტებით თქმით, აუცილებელია, რომ 30 წლამდე ადამიანმა საკუთარი ფინანსების მართვა იცოდეს. ეს მოიცავს ხარჯვის კონტროლს, ინვესტიციების საფუძვლების გაგებას და დანაზოგის შექმნას, რომელიც სტაბილურობის განცდას გაგიჩენთ.

7. დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი – სწორი კვება და  რეგულარული ფიზიკური აქტივობა თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

8.  ფსიქოლოგების თქმით, აუცილებელია, რომ 30 წლამდე ისეთი საქმე იპოვოთ, რომლის კეთებაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. მხოლოდ შემოსავლის გამო მუშაობა ინტერესის დაკარგვას იწვევს. ასეთ დროს ადამიანების უმრავლესობა დეპრესიაში ვარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი საქმიანობა დაიწყოთ, რომელიც კმაყოფილების შეგრძნებას მოგიტანთ.

9. დაესწარით მუსიკალურ ფესტივალს – ფსიქოლოგების აზრით, ენერგიული მუსიკა და მასობრივი ღონისძიებები ადამიანების განწყობაზე დადებითად აისახება. საყვარელი არტისტების კონცერტზე დასწრება და ნაცნობი სიმღერების  მოსმენა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მოგიტანთ.

10.  აკეთეთ კეთილი საქმეები – სპეციალისტების თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 30 წლამდე ადამიანმა სიკეთის ძალა აღმოაჩინოს.  სხვების დახმარება, ქველმოქმედება ან თუნდაც პატარა სიკეთის კეთება შინაგან სიმშვიდესა და კმაყოფილებას მოგიტანთ.

წყარო: პრაიმ ტაიმი 

გაზიარება
წინა პოსტი

ზოდიაქოს 4 ნიშანი დღეს განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყოს

შემდეგი პოსტი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე სანქციებს ამკაცრებს – მედია

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'