TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე სანქციებს ამკაცრებს – მედია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს აშშ-ის გადახდის სისტემებზე რუსეთის ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვით, – ამის შესახებ CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ოთხშაბათს გააუქმა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იანვარში დაწესებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც სანქცირებული რუსული ბანკების მონაწილეობით გარკვეული ტრანზაქციების საშუალებას იძლეოდა. ამ ნაბიჯის შედეგად კი ბანკებს აღარ შეუძლიათ წვდომა აშშ-ის გადახდის სისტემებზე ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განსახორციელებლად.

რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც გათავისუფლებული იყვნენ სანქციებისაგან, მოიცავდა : „ვნეშეკონომბანკს“, „საფინანსო კორპორაცია „ოტკრიტიეს“, „სოვკომბანკს“, „სბერბანკს“, „ვითიბი ბანკს“ „ალფა- ბანკს“, „როსბანკს“, ბანკ „ზენიტს“, ბანკ „სანქტ-პეტერბურგს“ და რუსეთის ცენტრალურ ბანკს.

CBS News-ი წერს, რომ ამერიკულ საბანკო სისტემებზე ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვის გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენას ურთულებს, რითაც ზღუდავს მის გლობალურ მიწოდებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასის მატება ბარელზე 5 დოლარამდე, რაც შესამჩნევი ნახტომია ბოლო კვირების დაბალი ფასების შემდეგ.

CBS News-ი ხაზს უსვამს, რომ შეზღუდვების გამკაცრება იმ ფონზე ხდება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი, მიიღოს შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობები უკრაინაში ომის დასასრულებლად.

გაზიარება
წინა პოსტი

10 რამ, რაც, სასურველია, 30 წლამდე გააკეთოთ

შემდეგი პოსტი

” პუტინი ფაქტობრივად უარს ამზადებს, ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ თქმა, რომ ომის გაგრძელება სურს” – ზელენსკი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'