TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 15 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 15 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“სააკაშვილის პატიმრობა არის „შიშს რომ დიდი თვალები აქვს“, ამის გამოვლინება” – პეტრე ცისკარიშვილი

ეს არის „შიშს რომ დიდი თვალები აქვს“, ამის გამოვლინება. ამ რეჟიმს მიშა სააკაშვილის საქართველოში თავისუფლებაზე ყოფნის ყველაზე მეტად ეშინია, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.

როგორც ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილი არასდროს გათავისუფლდეს.

„ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილო სისხლის სამართლის საქმეა. თვითმარქვია რეჟიმმა ბოლო რამდენიმე წელიწადში მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გააქცია ამ ქვეყნიდან სიღარიბის, უიმედობის და უპერსპექტივობის გამო, უამრავი მათგანი, მათ შორის აშშ-ში სხვა ქვეყნიდან შეიპარა, გადავიდა, საზღვარი გადაკვეთა და ერთ კვირაში ყველანი თავისუფლებაზე იყვნენ. საზღვრის კვეთა თავისთავად რა ტიპის „დანაშაულიც“ არის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, განსაკუთრებით ამ ქვეყნის მოქალაქეებმა. ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს ასე აქვს საზღვარი გადაკვეთილი და შესულები არიან სხვა ქვეყნებში იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოში სიღარიბეს და უპერსპექტივობას გაექცნენ“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„სინამდვილეში დევნიან არა იმის გამო,რომ ეს ძალიან დიდი დარღვევაა და ვინმეს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან საქართველოში ბილიკებით შემოპარული, საქართველოში თვეობით ცხოვრობდნენ და კაციშვილს არ მოუკითხავს. სინამდვილეში, ყველაზე სერიოზული და საშიში პოლიტიკური ოპონენტია მიხეილ სააკაშვილი ამ რეჟიმისთვის და უნდათ ეს საქმე ჰქონდეთ მასზე „მიკერებული“ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლებაზე ის ვერასდროს აღმოჩნდეს“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. ის განაჩენს 17 მარტს გამოაცხადებს.

 

გაზიარება
წინა პოსტი

“პუტინის რიტორიკა ჰგავს ომის გაგრძელების პირდაპირ სურვილს” – მიხაილო პოდოლიაკი

შემდეგი პოსტი

“მსხვილი ნარკორეალიზატორები სახელმწიფოს მფარველობის გარეშე ვერ ფუნქციონირებენ” – თინა ბოკუჩავა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'