TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

„A“ ლიგისთვის მზად არ ვართ” – ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს

სომხეთთან დაპირისპირება კავკასიის დერბია და რთული მატჩები გველის. „A” – ლიგისთვის მზად არ ვართ, მაგრამ არც „C“ – ლიგაა ჩვენი შესაფერისი – ახლა კი მთავარი “B” ლიგაში დარჩენაა, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან, ორრაუნდიანი პლეი-ოფის წინ და შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვილი სანიოლის განცხადებით, სომხეთთან მატჩის დროს შანსი ახალ ფეხბურთელებსაც მიეცემათ და იმედოვნებს, რომ მატჩის წინ ყველა ფეხბურთელი შესაბამის ფორმაში იქნება.

„შემოდგომაზე ვნახეთ, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი გადაღლილი იყო. ბუნებრივია, მათ უფრო ცოტა ივარჯიშეს და მეტი ითამაშეს. თავისი როლი ევროპის ჩემპიონატმაც ითამაშა და როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად გადაიღალნენ. იმედი მაქვს, სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიან შეხვედრაში ყველა წესრიგში იქნება.

კვარაცხელია და კაშია გუნდთან ერთად იქნებიან. შანსი კი სხვებს მიეცემათ, მაგალითად, საბა გოგლიჩიძეს, რომლის დებიუტსაც უფრო ადრეც ვგეგმავდით. სომხეთთან დაპირისპირება კავკასიის დერბია და რთული მატჩები გველის. „A“ – ლიგისთვის მზად არ ვართ, მაგრამ არც „C“ – ლიგაა ჩვენი შესაფერისი.

პირველ მატჩში კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება. ის ამ პოზიციაზე გათვალისწინებული მომავალშიც გვეყოლება…

გიორგი მამარდაშვილი ნამდვილად ის ფეხბურთელია, რომელსაც დასვენება სჭირდება, ორი წლის განმავლობაში გადაბმულად ითამაშა. შემოდგომაზე შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ის თავის ოპტიმალურ ფორმას აუცილებლად დაიბრუნებს.

ხვიჩა მოედანზე აშკარად ბედნიერია. ბევრს შრომობს, დაცვაშიც ჩადის. ნაკრებშიც ასე მოქმედება მოუწევს.

სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ახლახან ჩაიბარა და დეტალურად რამის თქმა რთულია. მისი საბერძნეთის ნაკრები და „აიაქსი“ ოთხი მცველითა და მაღალი ინტენსივობით თამაშობდა. უმჯობესია, პირველ რიგში, ჩვენ შესაძლებლობებზე ვკონცენტრირდეთ.

ეროვნული ლიგის საინტერესო ფეხბურთელები ბოლო დროს საზღვარგარეთ გადავიდნენ და ახლა სიაში ამიტომ არ არიან. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად თამაშობს, მთავარია სათამაშო ფორმა.

ლაცაბიძე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც უშუალოდ უნდა დავაკვირდე, სწორედ ამისთვის გამოვიძახე, მომავალზე ვფიქრობ. მომავალს უკავშირდება გველესიანისა და კვირკველიას ამჟამად არ გამოძახებაც. ბოლო წლებში გამოყენებული სისტემა წარმატებული იყო, ამავდროულად საკმაოდ მოუქნელი სისტემაცა.

სიახლეებს ამ კუთხითაც გამოვიყენებთ. მთავარი ფეხბურთელი, მისი ფორმა და სისტემაზე მორგება იქნება. მე სისტემა ფეხბურთელებს კი არ უნდა დავაძალო, მათ რესურსს უნდა მოვერგო.

ხვიჩას ვერავინ შეცვლის, უნიკალურია. სხვებს მეტი ინიციატივის აღება მოუწევთ, მათ შორის ჩაკვეტაძესა და დავითაშვილს.

ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებთან თანამშრომლობა შეგვიძლია. ბუნებრივია, ეროვნული გუნდი პრიორიტეტულია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატს გავითვალისწინებთ.

„ემპოლი“ სამი მცველით თამაშობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბა გოგლიჩიძე ყველა ტაქტიკურ სქემას მოერგება. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა კი მთავარი „B“ -ლიგაში დარჩენაა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარსაც sportall.ge ავრცელებს.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის და სანაკრებო კურატორის, ალექსანდრე იაშვილი შეფასებით, მთავარი მიზანი ახლა „ბ“- ლიგაში დარჩენა და ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშია.

„ჩვენი მიზანია, „B“ ლიგაში დავრჩეთ და ძლიერ მოწინააღმდეგეებს ვეთამაშოთ. ამაში „დინამო არენა“ ძალიან დაგვეხმარება, ბევრი გულშემატკივარი დიდი ძალაა. გვიხარია, რომ აქ ვბრუნდებით. გულშემატკივრების გარეშე წარმატებას არც აქამდე მიგვიღწევია და არც მომავალში გამოგვივა. მათი იმედი ახლაც გვაქვს.

ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ყოველთვის სწორი კომუნიკაცია გვაქვს. ივნისის ამხანაგურ მატჩებსა და შესაძლო მეტოქეებზე ამ მატჩების შემდეგ ვისაუბრებთ“,- განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

საქართველოს ნაკრებსა და სომხეთის ნაკრებს შორის პირველი დაპირისპირება 20 მარტს ერევანში გაიმართება, განმეორებითი დაპირისპირება კი, 23 მარტს, დინამო არენაზე ჩატარდება.

გაზიარება
წინა პოსტი

“მსხვილი ნარკორეალიზატორები სახელმწიფოს მფარველობის გარეშე ვერ ფუნქციონირებენ” – თინა ბოკუჩავა

შემდეგი პოსტი

“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'