TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 15 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 15 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“სამზარეულოს თავზე ხეები დაეცა” – ხარაგაულის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მეწყერი გააქტიურდა

ხარაგაულის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ერთი თვის წინ მეწყერი გააქტიურდა.

19 იანვარს, დილის ათი საათისთვის, კიკნაძის ქუჩა #21-ში მცხოვრები მაღრაძეებისა და დევდარიანების ოჯახების წევრთა ყურადღება ძლიერმა ხმაურმა და ძაღლების ყეფამ მიიქცია. რამდენიმე წამში ამ სახლების უკან მდებარე მთის მასა ჩამოიშალა – ეზო უზარმაზარი ლოდებით, ქვებით, მოთხრილი ხეებითა და შლამით გაივსო.

„ჩემი საძინებლის მხარეს ქვის უზარმაზარმა ლოდმა რკინის ღობე გაგლიჯა, სამზარეულოს თავზე მოთხრილი ხეები დაეცა, ძალიან შემეშინდა, – ამბობს დალი მაღრაძე, – სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ. ოპერატიულად მოვიდნენ და სასტუმროში გადაგვიყვანეს.

პირველ წუთებში ვერ ვაცნობიერებდი, რა მოხდა. მერე თანდათან გავაანალიზე და უფრო შემეშინდა. ღმერთმა დაგვიფარა. ის ლოდი რომელიმე სახლს რომ დასცემოდა, ვერ გადავრჩებოდით.

…მთელი ცხოვრება ამ სახლში გავატარე. სახლისკენ მიმავალი კიბის ყველა საფეხური მიყვარს. აწი აქ ვეღარ ვიცხოვრებთ. მეწყერის გააქტიურება ყოველ წუთსაა მოსალოდნელი. ჩვენი სახლის უკან, მთის ჩამოშლილ ფერდობს რომ აცდები, მინდორი შუაზეა გადამსკდარი“.

სასტუმროში დალი მაღრაძემ და მისმა ძმამ 11 დღე გაატარეს. შემდეგ დასაქირავებელი ფართი იშოვეს და ქირის საფასურიდან 300 ლარს ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უხდის.

დალი მაღრაძე იხსენებს, რომ მთიდან მათი სახლის უკან ქანები ხუთი წლის წინაც ჩამოიშალა. ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს. თუმცა, ვინაიდან ის ტერიტორია მიუდგომელია და იქამდე მისასვლელი გზა არ არსებობს, ნაპირსამაგრი სამუშაოები ვერ ჩაატარეს.

„იმ დროს ხარაგაულის მერი ნიკო თოფურიძე იყო, – ამბობს დალი მაღრაძე, – გვითხრეს, ვერაფერს გავაკეთებთო. მერე ჩემმა ძმამ კერძო პირები დაიქირავა და სამზარეულოს უკანა მხარე მცირედით გავამაგრეთ“.

დალი და მევლუდი მაღრაძეები ეკომიგრანტის სტატუსის მოლოდინში არიან. ამ სტატუსის მიღების შემდეგ მათ ბინის საყიდლად თანხას, 30 ათას ლარს გამოუყოფენ. თუმცა, ეს თანხა ხარაგაულში ბინის/სახლის შესაძენად არასაკმარისია.

„ძლიერი წვიმის შემდეგ მთიდან ქანები წამოვიდა და ეზო მთლიანად შლამით დაიფარა, – ამბობს ინგა ზუმბაძე, – ეს ამბავი როგორც კი შეიტყვეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მერი, მისი მოადგილეები, ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მაშინვე მოვიდნენ, მადლობა მათ ამისთვის.

გეოლოგებმა მეწყერის შესწავლა 21 იანვარს დაიწყეს. არ ვაპირებდი სახლის დატოვებას, მაგრამ ტერიტორიის პირველადი დათვალიერებისთანავე მითხრეს, რომ იქ ყოფნა არ შეიძლებოდა. ეკომიგრანტის სტატუსი მივიღე. მე და დედაჩემი ახლა ნაქირავებ ბინაში ვართ. თანხას ველოდებით ეკომიგრანტთა სააგენტოდან, რომ მერე საკუთარი საცხოვრებლის შეძენაზე ვიზრუნოთ.  განაგრძეთ კითხვა

გაზიარება
წინა პოსტი

“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი

შემდეგი პოსტი

ქუთაისში, ასლანიკაშვილისა და ჩანჩიბაძის ქუჩის გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'