TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

არ არის დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნები – 15 მარტი მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღეა

15 მარტი მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღეა

,,მომხმარებელი.ge” – განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია რომ წინსვლის მიუხედავად, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში გარდამტეხი ცვლილებები არ მომხდარა.

 

,,2024 წლის განმავლობაში საქართველოში გრძელდებოდა რეფორმები მომხმარებლის უფლებების მიმართულებით, მომხმარებლის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მიმდინარეობდა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოება. გაფართოვდა იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელზეც უვნებლობის/უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი ვრცელდება. გაიზარდა მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით საჩივრებით მიმართეს და, ამავდროულად, მეტი ასეთი საჩივარი მომხმარებლის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და სხვა.

 

წინსვლის მიუხედავად, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში გარდამტეხი ცვლილებები არ მომხდარა. იმ სექტორებში, რომლებზეც სახელმწიფო ზედამხედველობა ვრცელდება, მეწარმეთა დიდი ნაწილი არ ან/და ვერ იცავს საბაზისო მოთხოვნებს მომხმარებელთათვის ზიანის ასარიდებლად, ხოლო სახელმწიფო არ ან/და ვერ ახორციელებს საკმარის კონტროლს.

 

გარდა ამისა, სამომხმარებლო პროდუქტების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში საერთოდ არ არის დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნები და არ მიმდინარეობს სახელმწიფო კონტროლი. კვლავ უსაფრთხოების კონტროლს მიღმაა დარჩენილი ისეთი ყოველდღიური მომხმარების ნაწარმი, როგორებიცაა ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი, ტექსტილი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, ავეჯი და სხვა.

 

ამავე დროს, მომხმარებლის უფლებების დასაცავად მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკმარისად ძლიერი „საზოგადოებრივი დაკვეთა“ არ არსებობს.

 

ამ „ჩაკეტილი წრის“ გარღვევის ერთ-ერთი ყველაზე ძლერი მოტივატორიცა და საშუალებაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაა. სწორედ ეს ფაქტორი იყო მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე რეფორმების მთავარი მამოძრავებელი ძალა უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში.

 

ამ რეფორმების განხორციელებაში თავად ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები, იქ მოქმედი ორგანიზაციები და სხვა დასავლური აქტორები დიდ დახმარებას უწევდნენ საქართველოს. ქვეყანაში ამჟამად არსებული პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, როდესაც ევროკავშირსა და, ზოგადად, დასავლეთთან ურთიერთობები მინიმუმამდეა დასული და საქართველოს საჯარო დაწესებულებებისადმი დახმარება შეწყვეტილია, მეტად რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ მოახერხებს ქვეყანა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით არათუ წინსვლის გაგრძელებას, არამედ მიღწეული შედეგების შენარჩუნებას.

 

ამგვარად, მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგრადი სისტემის შესაქმნელად, პირველ ყოვლისა, აუცილებელია, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციისა და პროდასავლურ კურსს, განვითარებული და ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობითა და მათი უშუალო დახმარებით თანმიმდევრულად გააგრძელოს სახელმწიფო რეგულირების ეფექტიანი სისტემის მშენებლობა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვას; ხოლო, მეორე მხრივ, თანამედროვე, მსოფლიო დონეზე კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებას.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
წინა პოსტი

მოკლულია ე.წ. კანონიერი ქურდის, სოხუმსკის ძმა

შემდეგი პოსტი

იტალიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'