TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საზღვრის უკანონო კვეთაზე 4 წლის და 6 თვის პატიმრობის მისჯა და თანაც არსებულ ვადაზე ზემოდან დამატება არის მართლაც უპრეცედენტო – პეტრე ცისკარიშვილი

საზღვრის უკანონო კვეთაზე 4 წლის და 6 თვის პატიმრობის მისჯა და თანაც, არსებულ ვადაზე ზემოდან დამატება არის მართლაც უპრეცედენტო – ეს არის იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის ეშინია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ის საკანში იყოს.

„მიხეილ სააკაშვილის საქმე არის უნიკალური „ქეისი“. მას პირადად ბიძინა ივანიშვილი და ეს რეჟიმი ებრძვის, იმიტომ, რომ ის არ იხილონ თავისუფლებაზე, მისი ეშინიათ, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტის და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მიშა სააკაშვილი იყოს საკანში და იზოლირებული. არის საიმიგრაციო დაკავების იზოლატორები, 2-3 კვირა აჩერებენ ადამიანს და შემდეგ ან დეპორტაციას აკეთებენ, ან ქვეყანას ტოვებენ ან იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამაზე 4 წლის და 6 თვის მისჯა და თანაც არსებულ ვადაზე ზემოდან დამატება არის მართლაც უპრეცედენტო. ეს არის იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე,“ – განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.

გაზიარება
წინა პოსტი

ცოლს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა – გერმანიაში ქართველ მამაკაცს ეძებენ

შემდეგი პოსტი

რას გეგმავს მგფ რიონისპირა სახლებთან და გალერეასთან დაკავშირებით

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'