TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, როცა ის პირდაპირაა ჩართული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში – გია ვოლსკი

ვფიქრობ, ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთებს – როდესაც ფონდი პირდაპირ არის ჩართული გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში, მით უმეტეს, თუ ეს საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია, რასაკვირველია, იგი დამატებით ყურადღებას იმსახურებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ფონდების დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა იყოს.

„მე ვფიქრობ, ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთებს, მაგრამ შეიძლება კეთილი საქმის კეთების პარალელურად, აკეთებდეს ისეთ საქმეს, როგორიცაა, ვთქვათ, წახალისება დესტრუქციული მოქმედებების, დესტაბილიზაციის პროცესების. ეს არ არის გამონაკლისი და არც რაიმე გასაკვირი არ იქნება იმაში, რომ სწორედ ასეთი საკითხები იქნეს გამოაშკარავებული. რასაკვირველია, ფონდებს სჭირდება შესაბამისი დაფინანსება. რეალურად, ამ დაფინანსების წყაროებთან უნდა იყოს ინფორმაცია საკმაოდ ღია და საზოგადოებისათვის ცნობილი. თუ ამ თემებთან მიმართებაში პრეტენზია არ ექნება შესაბამის სტრუქტურას, რასაკვირველია, იქნება შესაბამისი განცხადებაც გაკეთებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის საფუძველი ჰქონდა. ფონდი გარკვეული წესების მიხედვით უნდა მოქმედებდეს. დეტალები მე არ ვიცი, ალბათ, შესაბამისმა სტრუქტურებმა მეტი ინფორმაცია უნდა მოგაწოდონ,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.

გაზიარება
წინა პოსტი

ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას – ნანუკა ჟორჟოლიანი

შემდეგი პოსტი

უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ორი კვირის წინ ვიყავით – მარკო რუბოი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'