TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს

სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

“ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს პროექტი, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომლებზე “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები, მათ შორის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები გავრცელდება.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომელი სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას დაექვემდებარებიან.

ინიციატორთა ინფორმაციით, კანონის ამოქმედების მომენტისთვის დაზღვევას 130 პირი დაექვემდებარება. ერთი პირის დაზღვევის საფასური კი დაახლოებით 1900 ლარიდან 2300 ლარის ფარგლებში იქნება, ერთწლიან პერიოდში (თვეში დაახლოებით 160 ლარიდან 190 ლარამდე ფარგლებში).

“სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

აღნიშნული მისიის შესრულების პროცესში, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემხებლობა აქვთ არაერთ სამართლებრივ და სოციალურ დავებთან, უშუალო კომუნიკაციაში არიან სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებთან, ხშირად მუშაობენ ემოციურად მძიმე თემებზე, პერიოდულად უწევთ ვიზიტი და ყოფნა ისეთ ინსტიტუციებში, სადაც შესაძლოა არსებობდეს საფრთხე არა მხოლოდ მათი ჯანმრთელობისთვის, არამედ სიცოცხლისთვისაც კი.

ყოველივე აღნიშნული, რა თქმა უნდა, ზრდის მათი ფსიქოლოგიური სტრესის, ფიზიკურ გადატვირთვის, პროფესიული გადაწვისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს.

სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ის პირები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, თავად არ განიცდიდნენ შრომით, სოციალურ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ქმნის მათი დამატებითი დაცვის მექანიზმებს. ასეთ მექანიზმებს კი წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები და სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევა, რისი არსებობაც უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული რისკების შემცირებას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის სოციალური დაცვის გარანტიების, მათ შორის, სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევის შემოღება ხელს შეუწყობს მათი მოტივაციისა და ჩართულობის ზრდას, რაც პირდაპირ აისახება მათი მუშაობის ხარისხზე და შედეგებზე. როდესაც თანამშრომლებს ეცოდინებათ, რომ მათ აქვთ მაღალი ხარისხის სოციალური დაცვის მექანიზმები, უზრუნველყოფილია მათი სოციალური დაცვა, კეთილდღეობა, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და სხვა დახმარება, ისინი ნაკლებად განიცდიან მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სტრესს, უფრო მეტად კონცენტრირდებიან თავიანთ საქმიანობაზე, უფრო ეფექტიანად გაართმევენ თავს ისეთ სიტუაციებს, რომლებიც მათივე ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ემუქრება, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან სამუშაოს და მაქსიმალურად გამოავლენენ ისედაც მაღალ პროფესიონალიზმს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მათივე საქმიანობის შედეგებზე და ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის აპარატის ეფექტიანობის ზრდას“, – ვკითხულობთ კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

გაზიარება
წინა პოსტი

უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ორი კვირის წინ ვიყავით – მარკო რუბოი

შემდეგი პოსტი

პარლამენტმა, მეორე მოსმენით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მიიღო

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'