TV PLAY
help@meganews.ge
შაბათი, 18 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
შაბათი, 18 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტისა და ამავდროულად, ახალგაზრდა კოლეგის, გურამ ადუაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ.

 „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმძიმესი აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ნიჭიერი და იმედის მომცემი ბაკალავრისა და ჩვენი ახალგაზრდა კოლეგის, გულისხმიერებით, სიკეთითა და სიყვარულით სავსე გურამ ადუაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი.

გურამი იყო არამხოლოდ შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტი, არამედ აქტიური მკვლევარიც, გამორჩეული გონიერებით, ცნობისმოყვარეობითა და ინოვაციისადმი ერთგულებით. მისი საქმიანობა უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევით ლაბორატორიაში ნათელი მაგალითი იყო ცოდნისა და მეცნიერებისადმი მისი სიყვარულისა.

მისი მოულოდნელი და უდროო გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი აკადემიური საზოგადოებისათვის, მისი თანაჯგუფელებისთვის, კოლეგებისა და მეგობრებისთვის. გვიჭირს ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმრით მივმართოთ ოჯახს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გამორჩეული სტუდენტისა და კოლეგის, გურამ ადუაშვილის სახელი დიდხანს დარჩება მოუშუშებელ იარად. მსუბუქი ყოფილიყოს გურამისთვის ქართული მიწა“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

გაზიარება
წინა პოსტი

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა გადაწყვეტილება USAID-ის გაუქმების შესახებ – CNN

შემდეგი პოსტი

კანადა ჩვენი 51-ე შტატი უნდა იყოს – ტრამპი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'