TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“3-6 წლის დანაზოგის შესაბამისი თანხით აჯარიმებენ ხალხს“ – გიორგი ჩუგოშვილი

„საშუალო ქართველის შემოსავალი დღეში დაახლოებით, 53 ლარია, მიტინგზე გასვლისთვის 3-6 წლის დანაზოგის შესაბამისი თანხით აჯარიმებენ ხალხს,“ – ამის შესახებ პლატფორმების Freebusiness-სა დაFreedonation-ს იდეის ავტორი გიორგი ჩუგოშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს და ეხმაურება პროკურატურის მიერ 5 ფონდის ანგარიშების დაყადაღების ფაქტს.

ჩუგოშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საშუალო ქართველის შემოსავალი „საქსტატის“ მონაცემებით არის 2 056.7 ლარი, გადასახადების ჩათვლით. გადასახადებს რომ გამოვაკლებთ რჩება დაახლოებით 1 580 ლარი, ანუ დღეში დაახლოებით 53 ლარი.

5 000 ლარიანი ჯარიმა არის საშუალო შემოსავლის მქონე საქართველოს მოქალაქის 95 დღის შრომის ანაზღაურება. 3 თვის ანაზღაურებაზე ცოტა მეტი. ძალიან ბევრი ადამიანისთვის კი 6 თვის ანაზღაურებაზე მეტი.

1 580 ლარიდან 10%-ზე მეტს რომ ვერ დაზოგავს ადამიანი ხომ გასაგებია. ანუ 158 ლარი თვეში, ესეც ბევრია, 140 ლარი მაქსიმუმია, რაც შეიძლება დაზოგო ამ თანხიდან.

5 000 ლარი არის საშუალო შემოსავლიანი ქართველის დაახლოებით 3 წლის დანაზოგი. ძალიან ბევრი ადამიანისთვის კი 6 წლის დანაზოგი. უბრალოდ მიტინგზე გასვლისთვის ხალხს აჯარიმებენ 3 და 6 წლის დანაზოგის შესაბამისი თანხით! და როდესაც ერთმანეთის დახმარებას ვიწყებთ, რომ 6 წლის დანაზოგის გადახდა არ მოუწიოს ხალხს, ამის შესაძლებლობასაც კლავენ. დასკვნები თქვენთვის მომინდვია! ბოლოს მაინც სიკეთე გაიმარჯვებს,“ – წერს ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

პროკურატურისვე განმარტებით, „შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ე.წ. „ფონდები“ ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას”.

გაზიარება
წინა პოსტი

ადამიანი გადაცემაშია მისული, რომ ჩვენი პარტია გააკრიტიკოს ან პირიქით, ჩვენ სხვა გავაკრიტიკოთ, ამის აკრძალვა შეუძლებელი და არასწორი მგონია – სოზარ სუბარი

შემდეგი პოსტი

თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია გათავისუფლებული – საია

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'