TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია გათავისუფლებული – საია

საიას ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია გათავისუფლებული, მათ ნაწილს სამართლებრივ დახმარებას, სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია უწევს.

საიაში აცხადებენ, რომ გათავისუფლებულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ისინი დისკრიმინაციული საფუძვლით გაათავისუფლეს, რადგან ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად გავრცელებული განცხადებების ხელმომწერები იყვნენ, ან/და ღიად აფიქსირებდნენ უწყებებში მათ მოსაზრებას ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

“საჯარო სექტორში მიმდინარე რეპრესიების ფონზე, საგანგაშოა თავდაცვის სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი. საიას ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია უკვე გათავისუფლებული, მათ ნაწილს საია უწევს სამართლებრივ დახმარებას.

შესწავლილი საქმეებიდან გამოიკვეთა, რომ უწყებაში თანამშრომელთა წინასწარი ინფორმირებისა და საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე დაიწყო რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის პროცესში გაუქმდა ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული და თანამშრომელთა ნაწილი ავტომატურად გათავისუფლდა, ხოლო ნაწილი – გადაიყვანეს სხვადასხვა პოზიციებზე. ამ დროისთვის დასაქმებულებისთვის უცნობია რამ გამოიწვია რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, ამასთან, რა კრიტერიუმებსა და შეფასებებზე დაყრდნობით განისაზღვრა, ვინ უნდა გათავისუფლებული სამსახურიდან. ამგვარად თანამშრომელთა გათავისუფლება, არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევის საფუძველია.” აცხადებს საია. 

რეორგანიზაციის გარდა, უწყებიდან საჯარო მოხელეები „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ თავდაცვის მინისტრის  ბრძანებაში შესული ცვლილებების საფუძველზეც გათავისუფლდნენ. ცვლილების მიხედვით, განისაზღვრა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი და დადგენილ ზღვარს მიღწევა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.

“იმის გათვალისწინებით, რომ ზღვრული ასაკის დაწესება ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია, მისი რეგულირება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, დაუშვებელია. ზღვრული ასაკის განსაზღვრა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ამ საკითხის დარეგულირება და ცვლილებების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული და კონსტიტუციის 25-ე მუხლით დადგენილი გარანტიები ერთი მხრივ, უწყებაში დასაქმებულ პირს აძლევდეს შესაძლებლობას თავისი ფუნქციების ჯეროვანი შესრულებისთვის, მეორე მხრივ, ამ სამუშაოს შესრულებით უზრუნველყოფილი იყოს მისი სოციალური კეთილდღეობა.” აცხადებს საია.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჯარო უწყებებში, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულთა გათავისუფლების პროცესი კანონმდებლობას არ შეესაბამება და პოლიტიკური ნიშნით რეპრესიაა საჯარო მოხელეების მიმართ. მათივე შეფასებით, პროცესი უსამართლო და გაუმჭვირვალეა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი კი ის ფაქტია, რომ გათავისუფლებულთა ნაწილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერია, რაც აშკარა დისკრიმინაციის და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის მაგალითია.

გაზიარება
წინა პოსტი

“3-6 წლის დანაზოგის შესაბამისი თანხით აჯარიმებენ ხალხს“ – გიორგი ჩუგოშვილი

შემდეგი პოსტი

ზოდიაქოს 5 ნიშანს ბედის ბუმერანგი ამ კვირაში ყოფილებს დაუბრუნებს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'