TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
No Result
View All Result

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებზეც რეტროგრადული მერკური განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს

15 მარტს პლანეტა მერკურმა ვერძის ნიშანში რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო, 29 მარტს თევზების თანავარსკვლავედში გადავა, 26 აპრილს კი რეტროგრადულ მოძრაობას დაასრულებს. თითქმის, თვე-ნახევარი, ყველა ის სფერო, რომლებსაც აღნიშნული პლანეტა მართავს, შეფერხდება, ადამიანებს კომუნიკაცია გაუჭირდებათ, შესაძლოა, გეგმების შესრულება ვერ შევძლოთ და მანიპულაციის მსხვერპლიც გავხდეთ. ასტროლოგიაში, მერკური კომუნიკაციაზე, ინფორმირებულობაზე, ტრანსპორტსა და ტექნიკაზეა პასუხისმგებელი. ასევე, ფინანსურ ოპერაციებსაც განაგებს. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში ამ დროის განმავლობაში სირთულეებია მოსალოდნელი. თუმცა, ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებზეც რეტროგრადული მერკური ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს:

ვერძი

ვინაიდან მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ვერძის ნიშანში იწყებს, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მის გავლენას ყველაზე მეტად იგრძნობენ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული მერკურის პერიოდში წინა პლანზე გადმოვა ყველა ის პრობლემა, რომლებიც გადაუჭრელი დატოვეთ. ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება აუცილებლად მოგიწევთ. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ძველი მეგობრები, პარტნიორები, შეყვარებულები გამოჩნდნენ, წარსულს რაიმე ფორმით დაუკავშირდეთ და არცთუ ისე სასიამოვნო საუბრები შედგეს. შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ და კონფლიქტებს მაქსიმალურად მოერიდოთ. იზრუნეთ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე, მიიღეთ დაბრკოლებები გამოცდილებად და იმოქმედეთ გონივრულად.

თევზები

ვინაიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას თევზების თანავარსკვლავედში გააგრძელებს, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებიც დიდ გავლენას იგრძნობენ. შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა, მომატებული შფოთვა იგრძნოთ, კომუნიკაცია გაგირთულდეთ და მოტივაციაც ხშირად დაკარგოთ. თუმცა, კარგი ამბავიცაა – 29 მარტს რეტროგრადული მერკური მზის დაბნელებასთან ერთად კარგ ფინანსურ შესაძლებლობებს მოგიტანთ. დაწინაურება და შემოსავლის ზრდა გელოდებათ. ნუ შეიკავებთ ემოციებს. ღიად ისაუბრეთ იმაზე, თუ რა არ მოგწონთ. ასევე, დააწესეთ პირადი საზღვრები. ეს პერიოდი გაჩვენებთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა არ უნდა დაგავიწყდეთ.

ქალწული

კიდევ ერთი ნიშანი, რომელმაც რეტროგრადული მერკურის პერიოდში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ქალწულია. ქალწულებისთვის პლანეტა მერკური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული პლანეტა მათი მფარველია. წესრიგისა და ორგანიზებულობის მოყვარულ ქალწულებს რეტროგრადული მერკურის პერიოდში ქაოსთან გამკლავება მოუწევთ, რაც მათ ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, შესაძლოა, აღნიშნულ პერიოდში გაუთვალისწინებელი, დაუგეგმავი საქმეები შეგხვდეთ და დროის გადანაწილება გაგიჭირდეთ. ნუ ინერვიულებთ, თუ ხანდახან ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. კონცენტრირდით საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე, შეეცადეთ, დამშვიდდეთ. ეს სიტუაციასთან გამკლავებაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

ტყუპები

პლანეტა მერკური ასევე ტყუპების ნიშნის მფარველიცაა. შესაბამისად, მისი რეტროგრადული მოძრაობა აღნიშნულ ნიშანზეც დიდ გავლენას მოახდენს. შესაძლოა, კომუნიკაცია განსაკუთრებით გაგიჭირდეთ, მომატებული შფოთვა იგრძნოთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიიღოთ, რაც, როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში პრობლემებს შეგიქმნით. უფრო მეტიც, ტყუპები, რომლებსაც, როგორც წესი, ზედმეტი სენტიმენტები არ აწუხებთ, ახლა განსაკუთრებით ემოციურები გახდებიან. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ მკაფიო კომუნიკაცია გქონდეთ. ნუ ელით, რომ ახლობლები, მეგობრები თქვენს აზრებს წაიკითხავენ. დააფიქსირეთ ის, რაც გსურთ, არ მოგწონთ, შეცვლა გინდათ… ასე კომუნიკაციის პრობლემებს თავიდან აირიდებთ.

 

წყარო: ბომონდი

გაზიარება
წინა პოსტი

ზოდიაქოს 5 ნიშანს ბედის ბუმერანგი ამ კვირაში ყოფილებს დაუბრუნებს

შემდეგი პოსტი

ზოდიაქოს 4 ნიშანს მალე წარმატება მოუკაკუნებს კარს

კატეგორიები

  • ამინდი
  • ასტროლოგია
  • ახალი წელი 2020
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • ომი უკრაინაში
  • ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

SWIFT გოგირდის აუზები გორდი გურიის სტიქია ელდარ თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'