TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ველოდებით კიდევ ძალიან დიდ კატასტროფებს, მთელი საქართველო, კავკასია, რისკის ქვეშ არის – ნინო ჩხობაძე

„ჩავისუნთქეთ და ველოდებით კიდევ ძალიან დიდი კატასტროფებს“,- ამის შესახებ “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილება, შესაძლოა, გარდაუვალი კატასტროფების წინაპირობა გახდეს და ამისთვის ყველა მზად უნდა იყოს.

„ეს მართლაც ძალიან მძიმე თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს მსოფლიოში არ სჯერა კლიმატის ცვლილების, გარემოს დამცველები ვამბობთ – „ვისაც გვჯერა გაგვატარეთ“. იმიტომ, რომ მართლაც სერიოზული პრობლემების წინაშე დგას მთელი საქართველო და არა მარტო, კავკასია ზოგადად ძალიან რისკის ქვეშ არის და აგრეთვე მთელ მსოფლიოს აქვს ძალიან დიდი მოლოდინი. ჩავისუნთქეთ და ველოდებით კიდევ ძალიან დიდი კატასტროფებს.

ჩვენდა სამწუხაროდ, გრძელვადიან პროგნოზებში, კატასტროფები ალბათ, გარდაუვალი იქნება დედამიწაზე და დამახასიათებელი იქნება თავისი სიხშირით. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ ტალღობრივად მიწისძვრების ციკლი იწყება, მერე ღვარცოფების, წყალდიდობების და ა.შ. ჩვენ აღარ გვაქვს სეზონური წყალდიდობები, ისე მკაფიოდ აღარ ჩანს სეზონების განსხვავება ერთმანეთისგან, უცებ ვარდება ტემპერატურა, რაც პრობლემურია განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისთვის. უბრალოდ, კარგი ის არის, რომ თოვლი კიდევ შენარჩუნებულია სადღაც ნარჩენებად დასავლეთ საქართველოში და ბოლომდე კვირტები გამოსული არ არის. თუმცა, 2 დღის განმავლობაში უცებ გამოყარა ახალი ყვავილები თითქმის ყველა ხემ და რეალურად, უცებ ტემპერატურის უცებ დაცემამ შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს სოფლის მეურნეობას. ეს ვიცით და წინასწარ უკვე ვპროგნოზირებთ ამას, რომ რაღაც პრობლემები შეიქმნება. ხვალ, ზეგ უკვე გვაფრთხილებენ მეტეოროლოგები, რომ ტემპერატურა დაეცემა. თოვლი არის ნაპროგნოზები, რაც უკვე პრობლემური თემაა, რადგან ყვავილს და თოვლს ერთად ვნახავთ.

რეალურად კი პროდუქტების, ხე-ხილის მდგომარეობა შეიძლება იყოს პრობლემური, თუ ვერ მოასწრო ყვავილმა გამოსვლა და პროდუქტად ჩამოყალიბება. სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს სოფლის მეურნეობას ბუნებამ

ამას ემატება ის, რომ წვიმების სეზონიც მოდის. ნაპროგნოზებია დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში წვიმები და რეალურად ჩანს, რომ წყალდიდობები მოიმატებს. ეს სეზონურიც არის ამავდროულად, მაგრამ დიდი უხვი ნალექის შედეგად, რაც გვქონდა დასავლეთ საქართველოში წელს, ეს შეიძლება უფრო მეტად პრობლემური აღმოჩნდეს. განსაკუთრებით იქ, სადაც მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. ასეთი რისკის ზონები არსებობს საქართველოში და რეალურად უკვე შესაბამისი ღონისძიებები უნდა გვქონდეს დაწყებული. მე დიდთოვლობის პერიოდშიც ვაფრთხილებდი, ყველასთან ვამბობდით, რომ ახლავე დავიწყოთ მზადება, რადგან შესაძლებელია კიდევ რაღაც დამატებითი რისკები და მეწყერი ჩამოწვეს. როდესაც შენ უცებ გიჩერდება რკინიგზა, იმიტომ, რომ მეწყერი ჩამოწვა გაურკვევლად და შენ არ გაქვს დაცული თუნდაც სატრანსპორტო დერეფანი, ესეც უკვე პრობლემურია“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

ე.წ ოცნების ქალაქში ხანძარი იყო

შემდეგი პოსტი

20 მარტი ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'