TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მეტყველების 5 ცვლილება, რომლებიც ალცჰაიმერზე მიანიშნებს

მსოფლიოში ყოველწლიურად 10 მილიონ ადამიანს უსვამენ დემენციის დიაგნოზს: ალცჰაიმერის დაავადება მთავარი მიზეზია, რაც მეხსიერებისა და ფიქრის უნარის დაქვეითებას იწვევს. ადრეული ნიშნების ამოცნობა კი პაციენტებსა და მათ მომვლელებს დროული მხარდაჭერის აღმოჩენაში ეხმარებათ. ერთ-ერთი ინდიკატორი ჩვენი მეტყველებაა, რომელიც მენტალური დაქვეითების დროს გარკვეული ნიშნებით ხასიათდება. ქვემოთ სწორედ ამაზე გესაუბრებით და იმ 5 ადრეულ ნიშანს გაგაცნობთ, რომლებიც ალცჰაიმერის რისკებზე მიგანიშნებთ: 

1. პაუზები, დაყოვნებები და გაურკვევლობები

ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი სიმპტომი კონკრეტული სიტყვების გახსენების გაძნელებაა, რაც ხშირად გრძელ პაუზებსა და დაყოვნებებს იწვევს. ხოლო, როცა ადამიანს კონკრეტული სიტყვის გახსენება უძნელდება, გაურკვევლად საუბრობს, ამბობს „რაღაც“ და ცდილობს ამ სიტყვის გარშემო ილაპარაკოს. მაგალითად, თუ ძაღლს ვერ იხსენებს, იტყვის, რომ ადამიანებს შინაური ცხოველი ჰყავთ, რომელიც ყეფს ან ბავშვობაში ჰყავდა…

2. სიტყვების არასწორი მნიშვნელობით გამოყენება

დემენციის მქონე პირები ხშირად ანაცვლებენ სასურველ სიტყვას სხვა მასთან დაკავშირებული არსებითი სახელით — ძაღლის ნაცვლად, შესაძლოა, ამავე კატეგორიის სხვა ცხოველი დაასახელონ, მაგალითად, კატა.

3. საქმეზე საუბარი მისი კეთების ნაცვლად

ამ დაავადების მქონე ადამიანებს ამოცანების შესრულებაც უჭირთ. იმის ნაცვლად, რომ საქმე რეალურად გააკეთონ, იმ გრძნობებზე იწყებენ საუბარს, რომლებიც ამ ამოცანასთან აკავშირებთ, ეჭვებს გამოხატავენ და წარსულ შესაძლებლობებზე საუბრობენ. ამბობენ: „არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის გაკეთება შემიძლია“ ან „მე ამას კარგად ვაკეთებდი…“.

4. სიტყვების ნაკლები მრავალფეროვნება

ალცჰაიმერის დაავადებაზე მარტივი ენით საუბარიც მიგვანიშნებს, რაც ზოგადად გავრცელებული სიტყვების გამოყენებას ეხება. ამ დიაგნოზის მქონე პირები ხშირად მსგავს ზმნებს, არსებით თუ ზედსართავ სახელებს იყენებენ იმის ნაცვლად, რომ ლექსიკონის ფართო შესაძლებლობით ისარგებლონ. წინადადებების დასაკავშირებლად კი საკმაოდ ხშირად „მაგრამ“ ან „და“ კავშირებს მიმართავენ.

5. სწორი სიტყვების პოვნის გართულება

კონკრეტულ კატეგორიაში არსებული სახელების გახსენება უჭირთ, იქნება ეს განსხვავებული საკვები, სხეულის სხვადასხვა ნაწილი თუ სიტყვები, რომლებიც ერთი და იმავე ასო-ბგერით იწყება. ეს საკითხი კი დაავადების პროგრესირებასთან ერთად უფრო მწვავე ხდება…

აღსანიშნავია, რომ ასაკი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია ალცჰაიმერის დაავადების განვითარებისთვის — 65 წლის შემდეგ, ყოველ 5 წელში რისკები ორჯერ იზრდება. მიუხედავად ამისა, ყოველი 20 ადამიანიდან 1 დაავადებული ასაკით 65 წელზე ნაკლებია.

ზემოთ მოცემული ნიშნების დროულად ამოცნობა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასაკში შესვლასთან ერთად ალცჰაიმერის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე პირებიც მოიაზრებიან.

გაზიარება
წინა პოსტი

გაყინული სასმელი ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს – კვლევის შემაშფოთებელი დასკვნა

შემდეგი პოსტი

“გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს” – ეკა ბესელია

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'