TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ვინც არ უნდა შეგვხვდეს, მთავარია, ვიბრძოლოთ” – რა თქვა ვილი სანიოლმა სომხეთთან მატჩის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სწორად ვვითარდებით, – ამის შესახებ ერთა ლიგაზე სომხეთის ნაკრებთან პლეი-ოფის საპასუხო მატჩის 6:1 მოგების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.

მისი თქმით, B ლიგაში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს ნაკრები ძლიერ მეტოქეებს შეხვდება. მწვრთნელის განცხადებით, ვინც არ უნდა შეგვხვდეს, მთავარია, ვიბრძოლოთ და წარმატებას მივაღწიოთ.

“დღეს ბევრი სანაკრებო შეჯიბრია და ყველგან საუკეთესო შედეგის მიღწევა გვსურს. B ლიგაში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო, ძლიერ მეტოქეებს შევხვდებით. პირველი ტაიმით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ. ანგარიშისა და შეცვლების გამო, იმ ინტენსივობით მეორე 45 წუთის გაგრძელება იოლი არ იყო. ბიჭები შეცვლაზე კარგად შევიდნენ და შეკრებას კარგ ხასიათზე ვასრულებთ.

მიქაუტაძე ჯერ ახალგაზრდაა და მისი საუკეთესო ფორმა ჯერ კიდევ წინაა. ევროპის ჩემპიონატმა მას თავდაჯერება კიდევ უფრო შემატა. როგორც გოგლიჩიძემ, ასევე ლოჩოშვილმა ერევანში კარგად ითამაშეს, თანაც ერთად პირველად გამოვიდნენ. დღეს კაშია იყო და მისი შესაძლებლობები ყველამ ვიცით. კმაყოფილი როგორც დაცვით, ასევე ნახევარდაცვით ვარ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სწორად ვვითარდებით, დაცვაში გვყავს როგორც ვეტერანები, ასევე გოგლიჩიძე, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.

ზაფხულში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უპირატესობა ექნება, ფეხბურთელებს დავუთმობთ. ეს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებულია.

მიქაუტაძე ახლა ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია. ეს როგორც ზივზივაძეს, ასევე სხვებსაც ეხებათ. შესაძლოა, გულდაწყვეტილნი იყვნენ, მაგრამ გუნდში მუშაობა უნდა გააგრძელონ და შანსს ისევ მიიღებენ.

ჩემი ნება რომ იყოს, ნიდერლანდებს შევხვდებოდი, რადგან ესპანელებს ბოლო დროს ბევრჯერ დავუპირისპირდით და ეს სიახლე იქნებოდა. ვინც არ უნდა შეგვხვდეს, მთავარია, ვიბრძოლოთ და წარმატებას მივაღწიოთ. 3-4 წლის წინ 3 მცველით თამაში ფეხბურთელების რესურსიდან გამომდინარე გადავწყვიტე. ახლა სიტუაცია იცვლება, გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი ბევრს თამაშობენ. ეს ტაქტიკის შერჩევაში მრავალფეროვნებას მოგვცემს”, – აღნიშნა სანიოლმა, რომლის კომენტარსაც sportall.ge ავრცელებს.

გაზიარება
წინა პოსტი

“ახალი საპარლამენტო არჩევნები თუ არ ჩატარდა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით მოხდება რეჟიმის ლეგიტიმაცია” – ზურაბ ჯაფარიძე

შემდეგი პოსტი

“გიორგისთან პრობლემა არასოდეს მქონია” – რა თქვა სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა მატჩის შემდეგ

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'