TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
No Result
View All Result

“ძალადობრივი ქმედებების შედეგად, პარლამენტს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ზიანი მიადგა” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნოემბრის აქციების დროს აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად, პარლამენტს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეების ძალადობა პირდაპირ ეთერშიც ჩანდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ზოგიერთი ევროპელი დიპლომატი საპროტესტო აქციას „მშვიდობიანს“ უწოდებდა.

„პარლამენტს ნახევარ მილიონ ლარამდე ზიანი აქვს მიყენებული. 130 ათასის ლარი უკვე არის გაწეული ამ ზიანის აღმოსაფხვრელად. ექსპერტიზაზე არის საკითხები და საბოლოო შეფასებებს ველით. ჩვენი ვარაუდია, რომ დაახლოებით 500 ათას ლარამდე არის ზიანი, რომელიც საქართველოს პარლამენტს მიადგა. გაკვირვებული კითხულობდა ჟურნალისტი, აქციის მონაწილეები პარლამენტის შიგნით არ იყვნენ და როგორ დააზიანესო, თქვენ სხვაგან იყურებოდით? ვერ ხედავდით, როგორ იწვოდა საქართველოს პარლამენტის ოთახები? ფასადიდან ჩანდა, ცეცხლი როგორ წაუკიდეს საქართველოს პარლამენტს და როგორ იწვოდა. ამის ფონზე, ზოგიერთი დიპლომატი და ელჩი გვეუბნებოდა, რომ ეს „მშვიდობიანი აქცია“ იყო. ამ ყველაფერს რომ ხედავ ადამიანი, როგორ გინდა გჯეროდეს, რომ რაიმე ღირებულებებთან აქვს კავშირი სხვადასხვა ევროპელ ელჩს თუ დიპლომატს, რომელიც პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდებას, „მშვიდობიან აქციას“ ეძახის“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, აქციების დროს თითქმის სრულად დაზიანდა პარლამენტის პირველი სართულის ოთახები და სხვადასხვა დანადგარები.

„ფაქტობრივი ზიანი უკვე არის 100 ათას ლარზე მეტი, რაც არის ზიანის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯები. ასევე, სხვადასხვა აღჭურვილობა და ინვენტარი, რომელიც დაზიანდა, ამ ზიანის შეფასება ხდება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდეა ზიანი, რაც მიადგა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ევროპელ დიპლომატებს მიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიმართული თანხა პარლამენტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოახმარონ.

„ამ დღეებში გვესმოდა, ფული უნდა გამოვყოთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისო, რომლებიც რადიკალიზმის ორგანიზატორები იყვნენ. ხომ არ იფიქრებდნენ, რომ ამ თანხიდან ნაწილი მაინც აიღონ და დაფარონ ის ზიანი, რომელიც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავროების გამო, საქართველოს პარლამენტს მიადგა“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, „პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს და როგორ დუმდნენ ამაზე ევროპელი დიპლომატები“.

„ყველამ კარგად ნახა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მიერ ძალადობრივი აქციები, თავდასხმა პოლიციელებზე, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, პარლამენტის დაწვის მცდელობა და ცეცხლის წაკიდება. ნახა, რომ ამაზე დუმდნენ ბრიუსელის თუ სხვა დედაქალაქიდან მოვლენილი დიპლომატები. არათუ დუმდნენ, რაც ყველაზე სამარცხვინო იყო, ამ ყველაფერს უწოდეს „მშვიდობიანი აქცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც დიპლომატები ძალადობრივ აქციას „მშვიდობიანს“ უწოდებენ, ეს არის „სირცხვილი“.

„როდესაც“მოლოტოვის კოქტეილს“ ევროპელი დიპლომატი უწოდებს „მშვიდობიან ღონისძიებას“ და იტყვის, რომ ცეცხლის ნაცვლად, იქ ალბათ, ყვავილებს ხედავს, ეს არის სირცხვილი და აჩვენებს იმას, რომ ყველანაირი ღირებულებების მიღმა არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
წინა პოსტი

“როდესაც პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, ამით აცხადებს, რომ ის არის არა დემოკრატიული, არამედ ექსტრემისტული პარტია” – შალვა პაპუაშვილი

შემდეგი პოსტი

ცნობილია ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ ფავორიტი გახდა

კატეგორიები

  • ამინდი
  • ასტროლოგია
  • ახალი წელი 2020
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • ომი უკრაინაში
  • ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

SWIFT გოგირდის აუზები გორდი გურიის სტიქია ელდარ თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'