TV PLAY
help@meganews.ge
შაბათი, 14 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
შაბათი, 14 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“საქართველო დაახლოების ნაცვლად ევროკავშირს შორდება” – პეტერ ფიშერი

საქართველო დაახლოების ნაცვლად ევროკავშირს შორდება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გერმანიამ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვები დაუწესა იმ ქართველ პირებს, რომლებსაც ჩვენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობას ვანიჭებთ“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ელჩის თქმით, დასანქცირებული პირების ვინაობის გასაჯაროებას გერმანიაში მოქმედი პერსონალური მონაცემების დაცვის კანონები კრძალავს.

პეტერ ფიშერმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„საქართველოს 2023 წლის დეკემბრიდან კანდიდატის სტატუსი აქვს. ევროკავშირმა ეს სტატუსი საქართველოს მიანიჭა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც ევროკავშირმა გაწევრიანებისთვის შეიძლება გასცეს. თქვენ ეს მოწვევა გაქვთ, მაგრამ გასული ივნისიდან საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ მუშაობა შეჩერებულია, რადგან საქართველო, დაახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ასე რომ, თქვენ კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ გაქვთ, მაგრამ ახლა არაფერი ხდება“, – აღნიშნა საქართველოში გერმანიის ელჩმა.

ამასთან, კითხვაზე, თუ ვის ენიჭება პასუხისმგებლობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ელჩმა უპასუხა, რომ „საქართველოს მთავრობას. ყოველთვის კანდიდატი ქვეყნის მთავრობას, სხვა რამ შეუძლებელია“.

გაზიარება
წინა პოსტი

“ჩემო სუნთქვა… გელოდები…” – ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა

შემდეგი პოსტი

გოგა მანია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'