მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ უშგულში ზვავის შედეგად დაღუპული 54 წლის ქალი სამაშველო ვერტმფრენით ჯერ მესტიაში გადმოასვენეს, ხოლო შემდეგ, ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში.
უბედური შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში, მთებში სრიალისას მოხდა. ესპანელი შუა ხნის ქალის ცხედარი მოგვიანებით იპოვეს.
„ზვავი მოწყდა და ქალბატონი დაიღუპა. მარტო სრიალებდა, სამწუხაროდ მათ გიდი არ ჰყავდათ და ისე წავიდნენ სასრიალოდ. ვინც ქალს ახლდა ჯგუფში, ისინი მთის თავში იყვნენ და გადარჩნენ. უბედური შემთხვევა შხარისკენ მიმავალ მთებში მოხდა. ქალის ცხედარი ადგილობრივმა გიდმა ნიკო ფალიანმა იპოვა“,-უთხრა პრაიმტაიმს მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მომხდარ ფაქტზე შსს კომენტარს მოგვიანებით გაავრცელებს.
წყარო: პრიამტაიმი