TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
No Result
View All Result

“დედისერთა საუკეთესო ბიჭები დავკარგეთ ” – რას ჰყვებიან ქუთაისში მომხდარ ტრაგედიაზე?

ქუთაისში, წყალწითელას ხიდიდან წუხელ მანქანა მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად, მანქანაში მყოფი სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

დაღუპულები არიან: ლუკა ებრალიძე,  თენ­გო დე­ი­სა­ძე და გიორგი 

“საფიჩხიაზე, ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდიდან გადავარდა მანქანა, რომელშიც მეგობრები ისხდნენ. სამივე ადგილზე დაიღუპა. ერთ მათგანს ვიცნობდი, ლუკა ებრალიძეს, ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო. სამწუხაროდ, ასე გვეღუპებიან ახალგაზრდები და ეს დიდი ტკივილია თითოეული ადამიანისთვის. ამ ამბავს ძალიან განვიციდი”, – ამბობს ლუკას ახლობელი.

კვირის პალიტრის ინფორმაციით, საჭესთან ლუკა იჯდა. როგორც ახლობლები ამბობენ, ის საჭესთან მთვრალი არასოდეს ჯდებოდა, ამიტომ ვერ აუხსნიათ, რამ გამოიწვია ეს საშინელი ავარია.

“ამ ამბავმა ყველანი გაგვანადგურა. ჩემ თვალწინ გაზრდილი ბიჭები არიან. ლუკა და გიორგი მეზობლები და მეგობრები იყვნენ, 25-26 წლის ბიჭები. ბავშვობიდან ერთად მოდიან და სულ ერთად იყვნენ. მესამე ახალგაზრდას მე პირადად არ ვიცნობდი, მითხრეს, რომ ისიც ქუთაისელია, რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობდა. ის ბიჭი გიორგისთან მეგობრობდა. სასწაული, ენით აღუწერელი ტრაგედიაა. უთბილესი, უტკბილესი ბავშვები აღარ გვყავს. ყველა მათგანი დედისერთა იყო. ლუკას და გიორგის დედა ემიგრაციაში არიან და კვირას ველოდებით. გიორგის მამა არ ჰყავს, ობლად გაზრდილია, იმის გააზრებაც მიჭირს, როგორ უნდა გაუძლონ ამ ოჯახებმა ამ ტკივილს. ჩემი შვილის მეგობრები არიან, ძმებივით გაიზარდნენ.

მე როგორ დავახასიათებ ჩემ თვალწინ გაზრდილ ბავშვებს? ჩემი სისხლი და ხორცი არ იყვნენ, თორემ, ფაქტობრივად, შვილებივით იყვნენ. მათში ყოველთვის ყველაფერს დადებითს ვხედავდი. მათ გარეშე ჩემს სახლში ჭიქას არ აწევდა ჩემი შვილი, განადგურებულია ამ ამბით.

დარწმუნებული ვარ, ვინც მათ იცნობდა, ყველა კარგის მეტს არაფერს იტყვის. ეს თავზარდამცემი ამბავი წუხელ მოხდა და შოკში ვარ. არც ერთი მათგანი დაოჯახებული არ იყო”, – ამბობს ბიჭების მეზობელი.

ჩვენ კიდევ ერთ ახალგაზრდას დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ბიჭები მისი მეგობრები არიან და საუბარი მასაც ძალიან გაუჭირდა.

“სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ძალიან კარგი ბიჭები აღარ გვყავს, გაგვანადგრა ამ ამბავმა. მე გიორგის და თენგოს ვიცნობდი. ძალიან კარგი, სიცოცხლით სავსე ბიჭები აღარ გვყავს, ძალიან მიჭირს მათძე წარსულში საუბარი.

საუკეთესო ბიჭები დავკარგეთ. სიტყვებს ვერ ვპოულობ”,- ამბობს მეგობარი.

 

“ლუ­კას ავ­ტო­მან­ქა­ნა რამ­დე­ნი­მე დღის ნა­ყი­დი ჰქონ­და და იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ზო­გა­დად, გიჟ­დე­ბო­და სა­მე­გობ­რო­ზე. ლუ­კას სახ­ლი ლან­ჩხუთ­შიც აქვს და როცა ჩა­მო­დი­ო­და, სულ დე­დუ­ლე­თის­კენ – ქუ­თა­ი­სის­კენ და სა­მე­გობ­როს­კენ მი­ეჩ­ქა­რე­ბო­და. მისი გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რე­ბი თენ­გო და კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი და ერ­თა­დაც წა­ვიდ­ნენ…” ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

გაზიარება
წინა პოსტი

მეცნიერები ახალი ანტიბიოტიკის შექმნას ბაყაყის პეპტიდის გამოყენებით აპირებენ

შემდეგი პოსტი

“თეა წულუკიანს ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს” – მამუკა ხაზარაძე

კატეგორიები

  • ამინდი
  • ასტროლოგია
  • ახალი წელი 2020
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • ომი უკრაინაში
  • ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

SWIFT გოგირდის აუზები გორდი გურიის სტიქია ელდარ თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'