TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მზია ამაღლობელის საქმიდან ამორიცხული მტკიცებულებების ნაწილი ქუთაისის სააპელაციომ დასაშვებად ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, მზია ამაღლობელის საქმეში დასაშვებად ცნო იმ მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამორიცხა. საუბარია ვიდეო-მტკიცებულებებზე, რამდენიმე წერილობით დოკუმენტსა და 1 მოწმის გამოკითხვის ოქმზე – ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულ მტკიცებულებებს შორისაა ინტერნეტში, საჯაროდ გავრცელებული ვიდეოები, რომლებიც ასახავს ამაღლობელის დაკავებამდე, დაკავების დროს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

 

4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურა ამ და სხვა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მათი საქმესთან შეუსაბამობის საბაბით მოითხოვა. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა

 

გასაჩივრების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მალხაზ ოქროპირაშვილმა შეცვალა ვიქტორ მეტრეველის გადაწყვეტილება და ვიდეო-მტკიცებულებები საქმეში დააბრუნა.

 

ცნობისთვის, ოქროპირაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც დაუშვებლად ცნო ამაღლობელის ადვოკატების სარჩელი მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, ამაღლობელის მხარდაჭერებმა მოსამართის სახლთან სიმბოლური აქცია გამართეს.

 

10 დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ მათგანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ კი ცხრავე მათგანი – მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი და ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ქეთევან ფილაური, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, ირმა ზარანდია, გივი ცინცაძე სამართალდამრღვევად ცნო და თითოეული 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.

გაზიარება
წინა პოსტი

ტყიბულში 2 მიწისძვრა მოხდა

შემდეგი პოსტი

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'