TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ მე ადამიანებთან ვიყო… – ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძე

თითქმის 10 წლის წინ, მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა, ერთხმად, დამნაშავედ ცნო. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა, რუსთავის #5 ციხის იმ კორპუსში, სადაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დამნაშავეები ცხოვრობენ, ბინა სამარტოო საკანში დაიდო. უვადო პატიმრობის ათვლაც 2016 წლის 6 ივნისს დაიწყო.

„უვადო მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში საკუთარი სურვილით და კონკრეტული მოთხოვნით დაბრუნდა – ის კანონით განსაზღვრული მკაცრი რეჟიმის შემსუბუქებას ითხოვს.

მე არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ, მე არ ვამბობს, რომ უშეცდომო ვარ, მაგრამ ის, რომ ზომბად ვიქცე…

ჩვენ არც ინტერნეტი გვაქვს, არაფერი, ხომ? ცხოვრება გადის…

მე მინდა, რომ დრო გამოვიყენო ადამიანურად. აქედან რომ გავალ, გავიდე ადამიანი.

არ მქონდეს განცდა, რომ წლები დამეკარგა.

შეიძლება, ისეთი რაღაცები ისწავლო, რასაც გარეთაც ვერ ისწავლი… განავითარო შენი ბიზნესი, დაიწყო რაღაცა…

ანუ, ამის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ხმა მეხლიჩება სიმარტოვით და სიჩუმისგან…

არის დაწესებულებაში უამრავი კურსი, ეს არის შემეცნებითი, სპორტული. მაგრამ ჩემს შემთხვევაში, იმიტომ, რომ ვარ დახურულში, არ მეძლევა ამის საშუალება და მიხდება გამონაკლის, იშვიათ პროგრამებში ისიც მარტო მონაწილეობა. მეათე წელია, თვეში სამჯერ სატელეფონო ზარი მაქვს 15 წუთით. დედას ვურეკავ, დას ვურეკავ, წლებმა და იმ უკომუნიკაციობამ ჩახსნა ბავშვობის მეგობრები.

იმიტომ არ ვწუწუნებ, რომ ციხეში ვარ… ჩაკეტილობა და დახურული ტიპი  კიდევ ცალკე სირთულეა. როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

უკონტროლო სტრესი გადავიტანე, და მე პირველი სამი წელი, როდესაც ჩემი უბედურება მოხდა, ლოგინიდან ვერ ვდგებოდი საკანში, მე ვიცი, რა გადავიტანე.

4 კედელში მომიწია გადახარშვა ყველაფრის… საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ მე ადამიანებთან ვიყო და იმ აზროვნებაში ვარ, მე ეს წლები უნდა გავიარო – შემიძლია, არ შემიძლია, მეკუთვნის, არ მეკუთვნის.

მე ორი საათი მეძლევა ჭერახდილ ოთახში, გასასეირნებელ ოთახში გასვლის უფლება. სადაც დირექციამ შემიწყო ხელი ფიზიკური აქტივობისთვის, ტრენაჟორი შემოვიდა დაწესებულებაში.

ერთადერთი სიახლე, რაც მოხდა, სულ რაღაც 19 მარტს, რამდენიმე დღის წინ, ძალიან გახარებული ვიყავი, დამასაქმეს ჟოლოს ბაღებში, ადამიანებთან ყოფნას იცით როგორ ითხოვს, აი ფსიქიკა ითხოვს ამას…“ – ამბობს პაპიძე.

გაზიარება
წინა პოსტი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შემდეგი პოსტი

ირანმა, დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე, პოტენციური რეაგირებისთვის რაკეტები მოამზადა

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'