TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

31 მარტს ქართველმა ხალხმა ხმა მისცა არა ბატონის შეცვლას ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას – შალვა პაპუაშვილი

დღეს არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ან რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი საერთო მონაპოვარი – ჩვენ ყველანი, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება, ერთად გადავწყვეტთ, როგორ განვაგოთ საკუთარი სვე-ბედი, ვინ გავიხადოთ მტრად და მოყვარედ, და „რომელ ვარსკვლავს მივსდიოთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. მისივე თქმით, უკვე 34 წელია საქართველო ამ გზას ადგას და ურთულესი წინააღმდეგობების დაძლევასთან ერთად მის განმტკიცებას ცდილობს, „ეს ბრძოლა დასრულებული არ არის და არც არასოდეს დასრულდება“.

„1991 წლის 31 მარტს, საერთო-სახალხო რეფერენდუმზე დასმულ ერთადერთ კითხვას, “თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოსახლეობამ უპასუხა – დიახ!

ამ ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე, ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმიდან ცხრა დღეში გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. დღეს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეცაა, მას 86 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს გასაბჭოებიდან ზუსტად 70 წლის თავზე სრულიად საქართველომ გამოხატა ცალსახა და მკაფიო სურვილი, ჰქონოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჰქონოდა სუვერენიტეტი და საკუთარი ბედი თავად განეგო.

დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. უკვე 34 წელია საქართველო ამ გზას ადგას და ურთულესი წინააღმდეგობების დაძლევასთან ერთად მის განმტკიცებას ცდილობს. ეს ბრძოლა დასრულებული არ არის და არც არასოდეს დასრულდება.

საქართველოს ყველა თაობის პრივილეგია არის და უნდა იყოს საკუთარ სახელმწიფოზე ზრუნვა, მისი დაცვა და სიძლიერე. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში კარგად უნდა ჩავიბეჭდოთ თავში, რა არჩევანს ვაკეთებთ, ვისი მემკვიდრეები ვართ და სად ვდგავართ.

31 მარტს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა საბჭოთა კავშირში ყოფნას, მის გავლენასა და დიქტატს. მან ხმა მისცა არა ბატონის შეცვლას ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას. ქართველმა ერმა სრულად გადაიხადა თავისი ნების გამოვლენის მძიმე ფასი, განვლო ყველა ის რთული პროცესი, რაც სახელმწიფოებრიობის მოპოვებას დასჭირდა.

სწორედ ამიტომ, დღეს არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ან რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი საერთო მონაპოვარი. არავის აქვს უფლება გაცვალოს ჩვენი დამოუკიდებლობა ახალ მონობაზე, ახალ ვასალობაზე, უცხო ქვეყნის გავლენასა და მათ ინტერესებზე, რაოდენ თვალისმომჭრელად არ უნდა ეჩვენებოდეთ რომელიმე უცხოტომელზე დაქვემდებარება.

ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს!

ძალაუფლების წყარო არის ხალხი!

ხალხმა თქვა და გამოავლინა თავის ნება. გამოავლინა 1991 წლის 31 მარტს და გამოავლინა 2024 წლის 26 ოქტომბერსაც, როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა ამ არჩევნებს რეფერენდუმის შინაარსი შესძინეს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გაიმეორა და დაადასტურა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს!

ჩვენ 70 წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ საბჭოთა იმპერიაში, რომელმაც თავისი დაღი დაასვა ჩვენს მენტალობას. ამის შედეგია, რომ სხვისი დროშების მოფრიალე ადამიანები კვლავ ეძებენ მფარველს, ახალ ბატონს, ახალ ჰეგემონს, მამას და ქოლგას, რომელიც შეიფარებს, უპატრონებს, რისკებისგან დააზღვევს, აჭმევს და გაათბობს. მონობის ამ სურვილის მიღმა იმალება უმწიფრობა და ინფანტილიზმი.

ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ უნდა გავიზარდოთ. და ჩვენ გავიზარდეთ.

ჩვენ ყველანი, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება, ერთად გადავწყვეტთ, როგორ განვაგოთ საკუთარი სვე-ბედი, ვინ გავიხადოთ მტრად და მოყვარედ, და „რომელ ვარსკვლავს მივსდიოთ“.

ეს დღე ჩვენია, ყველა მოქალაქის, ვინც თავისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ირჩევს, ვინც მტკიცედ ვთქვით, რომ გვინდა, ვმართოთ და არა გვმართონ!“- წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.

გაზიარება
წინა პოსტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მესამე – საბოლოო მოსმენით განიხილა

შემდეგი პოსტი

16 წლის ქეთი მაყაშვილი იპოვეს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'