მთავრობამ დასავლეთ საქართველოში 2025 წლის თებერვალში სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულ საჯარო მოსამსახურეებს ჯილდო/დანამატის სახით ₾3.1 მილიონი გამოუყო.
“ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, თანხა ასე გადანაწილდა:
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 892 445 ლარი;
- ჯანდაცვის სამინისტრო – 697 226 ლარი;
- თავდაცვის სამინისტრო – 585 770 ლარი;
- რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 113 563 ლარი;
- გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 79 409 ლარი;
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 253 372 ლარი;
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 96 623 ლარი;
- ვანის მუნიციპალიტეტი – 95 000 ლარი;
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 77 037 ლარი;
- ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 53 550 ლარი;
- ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 45 573 ლარი;
- თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 40 158 ლარი;
- ტყიბულის მუნიციპალიტეტი – 37 000 ლარი;
- ხონის მუნიციპალიტეტი – 18 668 ლარი.