TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
No Result
View All Result

რატომ ესროლა პოლიციელმა ძაღლს სამსახურებრივი იარაღიდან

გუშინ, 1-ელ აპრილს, გურამიშვილის გამზირზე ძაღლს, რომელმაც მოქალაქეებს დაუყეფა პოლიციელმა ესროლა, – აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს შსს და აცხადებს, რომ გასროლა აუცილებელი მოგერიების მიზნით განხორციელდა.

განცხადების მიხედვით, პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღი მაშინ გამოიყენა, როდესაც ქუჩაში მყოფმა ძაღლმა, მისი მცირეწლოვანი შვილის მიმართ აგრესია გამოხატა.

შსს-ში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ.

„პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა. ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში. ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა”, – აღნიშნავენ შსს-ში.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე სალი გაგოშიძემ დაწერა და აღნიშნა, რომ მოქალაქე, რომელმაც ძაღლს ესროლა საპატრულო პოლიციის მანქანიდანვე გაუშვეს.

გაზიარება
წინა პოსტი

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შემდეგი პოსტი

„კუზანოვის“ კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

კატეგორიები

  • ამინდი
  • ასტროლოგია
  • ახალი წელი 2020
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • ომი უკრაინაში
  • ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

SWIFT გოგირდის აუზები გორდი გურიის სტიქია ელდარ თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'