აგროჰაბი “სკლიტთან დაკავშირებულ სკანდალთან” განმარტებას ავრცელებს
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია „აგროჰაბი“ ავრცელებს განმარტებას რძისა და სხვა ნედლეულის ხარისხთან დაკავშირებით.
კომპანიის განცხადებით, „აგროჰაბში“ ნებისმიერი ნედლეული თუ პროდუქტი, რომელიც სხვა მომწოდებლისგან მიიღება, გადის მრავალსაფეხურიან ლაბორატორიულ შემოწმებას.
„კონკრეტულად რძე, რომელსაც ვიღებთ რამდენიმე კომპანიისგან, გადის შემოწმების რამდენიმე ფაზას: ცისტერნაშივე მოწმდება ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები, შემდეგ მოწმდება სიმჟავე, PH ბალანსი, თერმომდგრადობა, სომატური უჯრედები, ანტიბიოტიკები და მიკრობთა საერთო რაოდენობა.
იყო შემთხვევა, როდესაც მომწოდებლისგან მიღებულმა რძემ ვერ დააკმაყოფილა აღნიშნული კრიტერიუმები და პროდუქტი უკან იქნა დაბრუნებული,“ — ნათქვამია განცხადებაში.
„აგროჰაბში სრულიად გამორიცხულია ნედლეულის წარმოებაში მოხვედრა, რომელიც არ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს. ჩვენი მთავარი ღირებულებაა ნატურალური, უვნებელი პროდუქტი, რის გამოც გვენდობა მომხმარებელი გახსნის დღიდან,“ — აცხადებს კომპანია.
„რადიო თავისუფლების“ გამოძიებით დადგინდა, რომ „ოცნების“ რეჟიმთან დაახლოებული ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის ფერმა „ყვარლის ბაგა“ ძროხებს ქათმის ნედლი ნაკელით კვებავდა.
აღნიშნული პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია.
ამ ფერმის რძეს წლების განმავლობაში ყიდულობდნენ:
„სანტე“
„სოფლის ნობათი“ (PepsiCo)
„აგროჰაბი“
„ყვარლის ბაგის“ შვილობილი კომპანია „რძის ლაბორატორია“