TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

კანონი ამის გამოყენებას კრძალავს – ქათმის მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანია განცხადებას ავრცელებს

ქათმის მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანია “ჩირინა”, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიოდ და პასუხისმგებლობით ვუპასუხოთ ყველა კითხვას, რომელიც ბოლო პერიოდში გაჩნდა:
▪️ 2013 წლიდან დღემდე, ჩვენი კომპანია ქათმის წარმოებაში არ იყენებს ჰორმონულ დანამატებსა და სტეროიდებს. მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს არც ჩვენს, არც სხვა მეფრინველეობის ფერმებში საქართველოში, რადგან კანონი ამის გამოყენებას კრძალავს.
▪️ რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, ჩვენ მიერ წარმოებული ქათმის პროდუქტები რეგულარულად მოწმდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. არც ერთი შემოწმების შედეგად ანტიბიოტიკები, მათ შორის „ტეტრაციკლინი“, ჩვენს პროდუქციაში აღმოჩენილი არ არის.
▪️ რაც შეეხება ქათმის ნაკელს:
ჩვენი ქარხნისგან გამოტანილი ქათმის ნაკელი გამოიყენება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის — ნიადაგის გასანოყიერებლად და მცენარეების მოსავლელად. მისი გამოყენება ცხოველების ან ადამიანების საკვებად დაუშვებელია და მსგავსი პრაქტიკა კატეგორიულად აკრძალულია.
„ჩირინა“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი მეფრინველეობის ფერმაა, რომელიც ფლობს სურსათის უვნებლობის არაერთ საერთაშორისო სერტიფიკატს. ეს სტანდარტები მკაცრად გვავალდებულებს, მომხმარებელს მივაწოდოთ ჯანსაღი, ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტი.
მადლობა ნდობისთვის და გვერდით დგომისთვის! ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას მაღალი პასუხისმგებლობით.” – წერს ბიუბიუს მწარმოებელი კომპანია ჩირინა.

„რადიო თავისუფლების“ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.

ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე „რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა – რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა – ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.

 

ამავე თემაზე:

ლაშა პაპაშვილი ადასტურებს რომ ისინი ქათმის ნედლ ნაკელს ძროხების საკვებად იყენებდნენ. 
გაზიარება
წინა პოსტი

ზოდიაქოს 5 ნიშანს, ამ თვეში ოცნებები აუსრულდება

შემდეგი პოსტი

„საქსტატი“ – მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3.5% შეადგინა

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'