TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ლანჩხუთსა და ბათუმში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ „კანონიერ ქურდს“.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან – 1996 წელს დაბადებული დ.კ., 1976 წელს დაბადებული ზ.ხ., მეტსახელად „ზალიკო“, 1970 წელს დაბადებული ნ.კ., მეტსახელად ,,ნური“, 1991 წელს დაბადებული ლ.ჩ. მეტსახელად ,,ფურაშკა“, და 1968 წელს დაბადებული ზ.კ. მეტსახელად ,,ტიმოთე“.
„ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებული არიან – 1976 წელს დაბადებული ა.ჭ., 1999 წელს დაბადებული კ.გ. და წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული ლ.მ.
„ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან – 2000 წელს დაბადებული ლ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1980 წელს დაბადებული რ.ო., 1982 წელს დაბადებული ვ.ბ., 1977 წელს დაბადებული კ.ხ. და 1972 წელს დაბადებული გ.ხ.
რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, წარსულში ნასამართლევ 1970 წელს დაბადებულ თენგიზ ხოფერიას, მეტსახელად „ჭინკას“ „კანონიერი ქურდობისთვის”, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა,
ხოლო, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე მხილებულია 1954 წელს დაბადებული დ.ს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ ე.წ „კანონიერ ქურდებთან“, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში.
„ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით, ასევე, ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, დაკავებულები თავიანთი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით გურიის რეგიონში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, ვაზნები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” და ფული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
გაზიარება
წინა პოსტი

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

შემდეგი პოსტი

“მეგობრობის და კაცობის ეტალონი…“ – იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'