TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 12 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 12 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

„დანით მოკლა, ცხედარი ჩემოდანში ჩადო და ტყეში დამალა…“ – იტალიაში, 22 წლის გოგო სასტიკად მოკლეს

იტალიაში, 22 წლის ალბანელი ილარია სულას მკვლელობის შესახებ, რომლის ცხედარი ტყეში, ჩემოდანში იპოვეს, ახალი დეტალები გაირკვა.

როგორც იტალიური მედია წერს, ალბანელი სტუდენტის მკვლელობისთვის მისი ყოფილი შეყვარებული, 23 წლის ფილიპინელი ბიჭი დააკავეს.

მარკ სამსონმა შეყვარებულის სასტიკი მკვლელობა აღიარა. როგორც მან გამოძიებას უთხრა, გოგონა საკუთარ სახლში მოკლა, შემდეგ კი ცხედარი ჩემოდანში ჩადო და მანქანით ტყეში წაიღო. დაკითხვის შემდეგ სამსონმა გამომძიებლები დედაქალაქიდან 40 კილომეტრში, იმ ადგილისკენ წაიყვანა, სადაც ის ჩემოდანი დამალა, რომელშიც ცხედარი იყო.

ახალგაზრდამ ასევე თქვა, რომ მკვლელობის იარაღი, დანა ნაგვის ურნაში, მობილური ტელეფონი, კი მონტესაკროს რაიონში, ჭაში ჩააგდო. აღნიშნული ნივთები პოლიციას ჯერ არ უპოვია.

ამასთან, როგორც გაირკვა, დანაშაულის შემდეგ მარკ სამსონმა ილარიას მობილური ტელეფონიდან სოციალური ქსელები წაშალა. ეჭვების გასაფანტად კი, ილარიას მეგობრის სახლში მივიდა და თავს აჩვენებდა, თითქოს,  გოგონას გაუჩინარების გამო შეწუხებული იყო.

ახლა გამოძიება მუშაობს იმაზე, ჰყავს თუ არა სასტიკ დანაშაულში თანამონაწილეები სტუდენტის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ფილიპინელ ახალგაზრდას. მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევა, იცოდნენ თუ არა დანაშაულის შესახებ ბიჭის მშობლებმა, რომლებიც, მკვლელობის დროს, სახლში იმყოფებოდნენ.

ილარია სულა სან-ლორენცოს საუნივერსიტეტო რაიონში, ოთხ სტუდენტ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა. ის სახლიდან სამშაბათს, 25 მარტს, საღამოს 21:30 საათზე, მეგობრებთან დამშვიდობების გარეშე გავიდა.

„მას ჩვენთვის არ უთქვამს, სად მიდიოდა. უცნაური არაფერი შეგვიმჩნევია“, – ამბობენ 22 წლის გოგოს მეგობრები.

რაც შეეხება ბიჭს, რომელიც მეგობარი გოგოს მკვლელობისთვის არის დაკავებული, ამბობს, რომ ის და ილარია ერთი წელი იყვნენ ერთად, შემდეგ კი დაშორდნენ.

სასტიკი დანაშაულის მოტივი უცნობია.

გაზიარება
წინა პოსტი

6 ლოცვა, რომელიც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ

შემდეგი პოსტი

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'