TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
No Result
View All Result

დღეს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია – რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ

მარხვის მეხუთე შაბათს, 5 აპრილს, არის ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათი.

სწორედ ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლის „დაუჯდომელი“ და მორწმუნეებიც დედაღთისმშობელს განსაკუთრებულ პატივსა და ვედრებას მიაგებენ ხოლმე. როგორც სხვა ლოცვებს ქრისტიანობაში, დაუჯდომელსაც უდიდესი ძალა აქვს, როდესაც მას ქრისტიანი მთელი რწმენითა და დიდი გულმოდგინებით აღასრულებს.

იხილეთ, ღვთისმშობლის „დაუჯდომელი“კონდაკი 1

ზესთამბრძოლისა ჩემისათვის, და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღუთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რათა გიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ, სძალო უსძლოო.იკოსი 1ანგელოსი წინამდგომი, ზეცით მოივლინა ჰრქმად ღმრთისმშობელისად: გიხაროდენ, და უსხეულოსა სიტყვისა სხეულოვან ქმნილისა, შენი მხილველი უფალო განჰკვირდა, და დასდგა მხმობელი ესე ვითართა:გიხაროდენ, რომლისა მიერ სიხარული გამობრწყინდების,გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევაი მოაკლდების,გიხაროდენ, დაცემულისა ადამის აღდგომაო,გიხაროდენ, ცრემლთა ევასთა ხსნაო,გიხაროდენ, სიმაღლეო ძლით აღსავალო კაცობრივთა გულისსიტყვათაო,გიხაროდენ, სიღრმეო, ძლით სახილველო ანგელოსთაცა თუალებისაო;გიხაროდენ რამეთუ ხარ საყდარ მეუფისა,გიხაროდენ, რამეთუ ჰმტვირთველობ ყოველთა მტვირთველსა,გიხაროდენ, ვარსკულაო მომფენელო მზისაო,გიხაროდენ, წიაღო ღუთისგანხორციელებისაო,გიხაროდენ, რომლისა მიერ განახლდების დაბადებული,გიხაროდენ, რომლისა მიერ თაყუანისიცემების დამბადებელი,გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

კონდაკი 2

მხედველი წმიდა თავისა თვისისა უბიწოებით, ეტყოდა გაბრიელს კადნიერებით: საკვირველებაი ხმისა შენისა ძნიად მისათვალველ უჩნს სულსა ჩემსა, რამეთუ უთესლოისა მიდგომილებისა შობასა წინასწარ იტყვი, მხმობელი, ალილუია.იკოსი 2ცნობისა უცნაურისა ცნობასა მეძიებელმან, ქალწულმან ხმაჰყო მსახურისა მიმართ: წიაღთაგან უბიწოთა, ძისა ვითარ არს შობა შესაძრწუნებელი, მითხარ მე, რომლისა მიმართ, იტყოდა იგი შიშით გარნა მხმობელი ესრეთ:გიხაროდენ, მესაიდუმლეო განზრახვისა გამოუთქმელისაო,გიხაროდენ, წყაროო მქონეო სარწმუნოებისაო,გიხაროდენ, დასაბამო ქრისტეს საკვირველებათაო,გიხაროდენ, თავო ჰსჯულთა მისთაო,გიხაროდენ, კიბეო ზეცისაო, რომლისა მიერ გარდამოხდა ღმერთი,გიხაროდენ, ხიდო წიაღმყუანებელო ქუეყანისათაო ცად მიმართ,გიხაროდენ, ანგელოსთა მრავალგანთქმულო საკვირველებაო,გიხაროდენ, ეშმაკთა მრავალსაგოდებელო წყლულებაო,გიხაროდენ, ნათლისა გამოუთქმელისა მშობელო,გიხაროდენ, თუ ვითარ არა ვისო მსწავლელო,გიხაროდენ, ბრძენთა ზესთა ქმნილო მეცნიერებასა,გიხაროდენ, მორწმუნეთასა განმაბრწყინუებელო მცნობელობასა,გიხაროდენ სძალო უსძლოო.

გაზიარება
წინა პოსტი

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ 6 პირი დააკავა

შემდეგი პოსტი

ცნობილია, აპრილის თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

კატეგორიები

  • ამინდი
  • ასტროლოგია
  • ახალი წელი 2020
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • ომი უკრაინაში
  • ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

SWIFT გოგირდის აუზები გორდი გურიის სტიქია ელდარ თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'