TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

პროკურატურა ბადრი ჯაფარიძის მიმართაც 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით, ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

პროკურორის განმარტებით, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ედება დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ის 25 მარტს კომისიის სხდომაზე იყო მიწვეული, თუმცა, არასაპატიო მიზეზის გარეშე უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიზნით საკანონმდებლო ორგანოში მისულიყო.

მეშველიანის თქმით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს.

როგორც პროკურორი განმარტავს, კერძოდ კი, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

პროკურორის თქმით, მას კავშირები აქვს საზღვარგარეთ და მოსალოდნელი სასჯელის შიშით, შეიძლებოდა ის მიმალულიყო და მისი საგამოძიებო უწყებაში გამოცხადება ვერ გამორიცხავს მომავალში მიმალვის საფრთხეს.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენას, როგორც პროკურორი განმარტავდა, ბრალდებულმა მიზანმიმართულად დაარღვია კანონი. ასევე, ჯაფარიძისთვის კანონთან კონფლიქტი პირველი არ არის.

მეშველიანის თქმით, ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა იქნა გათვალისწინებული და გირაოს 50 000 ლარის გადახდას ის შეძლებს.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დათანხმდა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, პროკურორმა მიმალვის საფრთხე შაბლონურად წაიკითხა და დასაბუთებული არ არის.

სამუშიას თქმითვე, ჯაფარიძეს წინა საქმეზეც გირაო ჰქონდა შეფარდებული, ის საქართველოს ფარგლებს გარეთ ხშირად დადიოდა, თუმცა, უკან ბრუნდებოდა და არსად მიმალულა. მითუმეტეს, იმის ფონზე, როცა იმ საქმეზე მკაცრი სასჯელი ემუქრებოდა.

ადვოკატებისთვის არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეა პროკურატურის მხრიდან დასაბუთებული.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა და 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გაზიარება
წინა პოსტი

შაქრის შემცვლელები შესაძლოა ტვინის ფუნქციას ცვლიდეს – კვლევა

შემდეგი პოსტი

რუსეთი უკრაინის განადგურებას აგრძელებს და მშვიდობით არ არის დაინტერესებული- კაია კალასი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'