TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საბავშვო ბაღებში გასულია ჩვენი ჯგუფები და იქიდან მოსულია ინფორმაცია… – სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სააგენტოს მიერ დალუქულია რძის ის პარტია, რომელშიც დარღვევები აღმოჩნდა. გარდა ამისა, ამოღებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით ქსელში გაშვებული პროდუქცია. სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ პროცესს მონიტორინგს უწევენ სპეციალისტები.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია ქსელში გაშვებული პროდუქცია. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ამის მონიტორინგს აწარმოებენ – დადიან ქსელებში, ამოწმებენ. საბავშვო ბაღებში გასულია ჩვენი ჯგუფები და იქიდან მოსულია ინფორმაცია, რომ რძის პროდუქტების ნიმუშები აღებულია და ყველაფერი წესრიგშია. ანუ ამ მხრივ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ საქართველოში მიღებული გვაქვს უმკაცრესი ზომები და ნორმები, რომელიც სრულ ჰარმონიზაციაშია ევროკავშირის სტანდარტებთან”, – განუცხადა „ქრონიკას“ ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა დაიწყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განმარტებით, 2016 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში აფლატოქსინ M1-ის შემცველობის უმაღლესი სტანდარტი 0,05მკგ/ლ-ით განისაზღვრა, რაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სტანდარტია.

გაზიარება
წინა პოსტი

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო ხორცი – პრაქტიკული რჩევები

შემდეგი პოსტი

“თქვენ წინ გაიხსნება კარი”-ამ ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში ნამდვილი სასწაული მოხდება

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'