TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ბრძოლა გრძელდება – 9 აპრილს ქუთაისში აქცია გაიმართება

ქუთაისში, 9 აპრილთან დაკავშირებით, მოქალაქეები პროტესტის ჩვეულ ადგილას, მერიის წინ, ისევ შეიკრიბებიან.

პროევროპული აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნებით მოპოვებული დამოუკიდებლობა დღესაც დასაცავია რუსული რეჟიმისგან, ამიტომ სხვებსაც მოუწოდებენ, შემოუერთდნენ აქციას,

“9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაფერია, რისთვისაც ქართველ ხალხს ოდესმე უბრძოლია. იგი ერთდროულად სავსეა ტრაგიზმითა და გამარჯვებით.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსეთმა მშვიდობიანი მომინტიგეების ძალმომრეობითი დარბევა დაიწყო. მტკიცედ მდგარ ქართველ ხალხს უკან დახევაზე არც უფიქრია – უხმოდ ებრძოდა ერთმანეთს ჯარი და უიარაღო ხალხი.

21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რუსულ აგრესიას. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს (31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე), საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ასე დაიბადა მეორედ საქართველოს რესპუბლიკა, ქართველი ხალხის მიერ პირველი რესპუბლიკის იდეისადმი ერთგულებით.

ქართველი ხალხის ურყევი ნებით მოპოვებული დამოუკიდებლობა დღესაც დასაცავია რუსული რეჟიმისგან! ამიტომ, გელოდებით 9 აპრილს, 19:00 სთ-ზე, ქუთაისის მერიის წინ, პროტესტის ჩვეულ ადგილას. ერთად შევქმნათ დიდებული წამი”,- აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უწყვეტი აქციები 132 დღეა, მიმდინარეობს.

გაზიარება
წინა პოსტი

რას უნდა მიაქციოთ ხორცის შეძენისას ყურადღება -სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

შემდეგი პოსტი

მარნეულში ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'