TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“13 წლის, უკარგესი ბიჭი დაგვეღუპა…” – ბათუმის ტრაგედიის დეტალები

ბათუმში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, მატარებელი არასრულწლოვანს დაეჯახა და საუბედუროდ, ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. ტერიტორიაზე, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. ისინი მომხდარს რკინიგზის ლიანდაგებისა და დასახლების მჭიდრო სიახლოვით ხსნიან.

– ჩვენს ქალაქში მორიგმა უბედურებამ კვლავ არასრულწლოვანი შეიწირა. საშინელი შოკი და უიმედობა გვაქვს. ჩვენთან რკინიგზის ლიანდაგები, ფაქტობრივად, დასახლებაში გადის, ლამის ეზოებში ჩაგვიაროს მატარებელმა. ამიტომაც, ხალხს უნდა, თუ არა, იძულებულია ლიანდაგებზე იმოძრაოს, სადაც ბავშვებიც ხშირად თამაშობენ და გადარბიან კიდეც. ან კი რა ქნან, შინ რომ მივიდნენ, ლიანდაგი უნდა გაიარონ. ეს რკინიგზა ადრე შუა ქალაქში გადიოდა. მერე, გეგონება, კარგი გამოსავალი იპოვეს და ზუსტად არ მახსოვს, 17-18 წლის წინ, ჩვენს დასახლებაში გადმოიტანეს. ჩვენთან ბოლო სადგური მდებარეობს და აქედან ხდება მატარებლების დაძვრა.

– ეს უბედურება როგორ, რანაირად მოხდა?

– ჩვენი უბნელი უკარგესი ბიჭი დაგვეღუპა, 13 წლის. უკარგესი ოჯახი, შვილებს თავს რომ ევლებიან და თვალის არიდან არ იცილებენ, რაიმე ხიფათი არ დაემართოთო, ეს ასეთი ოჯახია. უფალმა მისცეს გამძლეობა ამ ხალხს. ბავშვი ჩვეულებრივად გადადიოდა ლიანდაგზე და ამ დროს დაეჯახა ბათუმი-ქუთაისის მიმართულების მატარებელი, ახალი დაძრული იყო ლიანდაგიდან.

– ბოლო სადგურიდან, მოძრაობის დაწყებისას, მატარებლები დაახლოებით 40კმ/წთ სიჩქარეს იღებენ, ნუთუ მემანქანემ ამ სიჩქარეზე მოძრაობის შენელება ვერ მოახერხა?

– ალბათ მატარებელს ეგ სიჩქარეც არ ექნებოდა, ბავშვს რომ დაეჯახა, დაჯახებიდან სულ 10 მეტრში გააჩერა შემადგენლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი სიჩქარით დაძრული შემადგენლობა ავარიიდან 200 მეტრის მოშორებითაც კი ვერ გააჩერებდა. მაგრამ უბედურება უკვე მომხდარი იყო. მატარებლის მემანქანე ამ დროს უძლურია. მე არ ვიცი, რატომ ვერ შეამჩნია ბავშვმა იქვე, ახლოს დაძრული მატარებელი ან დაძვრის ხმა რატომ ვერ გაიგო, მაგრამ რაც ლიანდაგები ჩვენთან გადმოიტანეს, მას შემდეგ ვიხვეწებით, რომ ქუჩასა და ლიანდაგებს შორის გამყოფი ზოლი მაინც ააგონ და არავინ გვისმინა.

ნუთუ ეს უბედურება უნდა მომხდარიყო მაინც და მაინც?! გამძლეობა მისცეს ღმერთმა ამ ბავშვის მშობლებს, თუ ამას გამძლეობა ერქმევა.

 

წყარო: კვირის პალიტრა

გაზიარება
წინა პოსტი

“აშშ ჩინეთზე ზეწოლის მიზნით ტარიფების ბოროტად გამოყენებას აგრძელებს”- ჩინეთის საგარეო უწყება

შემდეგი პოსტი

4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი – ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'