TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“გრანტების და NGO-ების მეშვეობით საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას” – ირაკლი კობახიძე „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე

გრანტების და NGO-ების მეშვეობით საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას, შესაბამისად, ეს კანონი უკავშირდება არა გრანტს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის, ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.

მისი თქმით, ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოებაში სიძულვილის ხელოვნურად დათესვას წინ აღუდგნენ.

„ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გრანტების მეშვეობით, NGO-ების მეშვეობით, საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი და ხელოვნურად გახლიჩონ საზოგადოება. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ წინ აღვუდგეთ სიძულვილის ხელოვნურად დათესვას ჩვენს საზოგადოებაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ NGO-ები და გარე გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი.

„ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლების აღიარება წინა ადმინისტრაციის ქმედებებთან დაკავშირებით. ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID-ის, NED-ის თანხები ხმარდებოდა სხვა სახელმწიფოებში რევოლუციურ პროცესებს, ქვეყნის არევას. ეს არის პირდაპირი აღიარება, ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ აღიარებას ევროპული სტრუქტურებიდან. ყველაფერი დღესავით ნათელია. თქვენ ხედავთ, ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან რადიკალიზმის გაღვივებით და სიძულვილის დათესვით დაკავებული. ეს არის ყველაზე მდიდარი NGO-ები. პოლიტიკური პარტიებიც კი, რომლებსაც კონსტიტუციის დარღვევით აფინანსებდნენ კონკრეტული ფონდები. ყველაფერი ხელის გულზე დევს ისედაც, მაგრამ ჩვენ ბოლომდე გამჭვირვალე უნდა გავხადოთ ეს ყველაფერი იმისათვის. რომ ბოლომდე იყოს მტკიცედ დაცული საქართველოს უსაფრთხოება. ეს არის უსაფრთხოების თემა. NGO-ები, გარე დაფინანსება, გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი. ჩვენ ამას ვუპირისპირდებოდით წარსულშიც და დავუპირისპირდებით კიდევ უფრო მტკიცედ მომავალშიც“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი – ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში

შემდეგი პოსტი

” მონიტორინგის კომიტეტის წევრები მუშაობენ რეზოლუციაზე, რომელსაც ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს საგანგებო დებატების შედეგად” – თინა ბოკუჩავა

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'