TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 1 სექტემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result
meganews.ge
No Result
View All Result

” მონიტორინგის კომიტეტის წევრები მუშაობენ რეზოლუციაზე, რომელსაც ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს საგანგებო დებატების შედეგად” – თინა ბოკუჩავა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია გაიმეორებს „იანვრის სესიაზე მიღებულ მწვავე ფორმულირებას, როდესაც უარი უთხრეს ივანიშვილის რეჟიმის წევრებს ასამბლეაზე მუშაობაზე“.

მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტის წევრები მუშაობენ რეზოლუციაზე, რომლის თანახმადაც საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი.

„მონიტორინგის კომიტეტის წევრები გუშინ და დღეს მუშაობენ რეზოლუციაზე, რომელსაც ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს საქართველოზე საგანგებო დებატების შედეგად. დიდი ალბათობით, ეს რეზოლუცია გაიმეორებს ძალიან მწვავე ფორმულირებას, რომელიც ვიხილეთ იანვრის სესიაზე, როდესაც უარი უთხრეს ივანიშვილის რეჟიმის წევრებს ასამბლეაზე მუშაობაზე მანამ, სანამ საქართველოში არ ჩატარდება თავისუფალი სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. დიდი ალბათობით, იგივე მოთხოვნები დარჩება ძალაში, რაც ნიშნავს იმას, რომ წულუკიანს და სხვებს, ივანიშვილის რეჟიმის მსახურებს თეორიულადაც კი მხოლოდ ოპოზიციის რანგში შეეძლებათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება, რადგან ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები მათი რეჟიმის დამარცხებას მოიტანს და საქართველოს დააბრუნებს ევროპული განვითარების გზაზე,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
წინა პოსტი

“გრანტების და NGO-ების მეშვეობით საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას” – ირაკლი კობახიძე „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე

შემდეგი პოსტი

ავარია სურამთან – რა ხდება ადგილზე

კატეგორიები

  • ამინდი
  • ასტროლოგია
  • ახალი წელი 2020
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • ომი უკრაინაში
  • ომი უკრაინაში
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

SWIFT გოგირდის აუზები გორდი გურიის სტიქია ელდარ თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'